9:10 AM
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “პსჟ” – “ბარსელონა”



2 აპრილი, სამშაბათი
სტადიონი "პარკ დე პრენსი”, 22:45 საათი
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გთავაზობთ ჩვენი საიტი: LIVETV.RU

პარიზელების დახმარებას იბრაჰიმოვიჩი შეძლებს – ფორვარდის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ერთი მატჩით შეუმცირეს, როდესაც შვედს ერთი შეხვედრა უკვე გამოტოვებული ჰქონდა. სწორედ ეს გამოკვეთილი ლიდერი შესაძლოა დაეხმაროს მასპინძლებს კონტრშეტევების წარმატებით დასრულებაში. შეგახსენებთ, რომ "პსჟ”-ს ლავესი და მოურა დაუბრუნდნენ, თუმცა მოტამ ამ მატჩისათვის გამონჯამრთელება ვერ მოასწრო.

"ბარსელონა” კი პარიზში პუიოლისა და ადრიანოს გარეშე ჩაფრინდა, თუმცა ხავი და ალბა მოედანზე პირველივე წუთებიდანვე უნდა ვიხილოთ. გარდა ამისა, სათადარიგოთა სკამზე უნდა მოგვევლინოს ტიტო ვილანოვაც – "ლურჯ-ბროწეულისფრების” თავკაცი რეაბილიტაციის კურსის შემდგომ გუნდს დაუბრუნდა, რაც კატალონიელებს დიდ სტიმულს აძლევს.

ორივე კლუბი თავიანთი ქვეყნის ჩემპიონატში ძალიან წარმატებით ასპარეზობენ და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა ტიტულს დაისაკუთრებენ. "მილანთან” მოპოვებულმა გამარჯვებამ "ბარსელონას” ხასიათი გამოავლინა, თუმცა კატალონიელებმა უნდა ისწავლონ, რომ პირველ შეხვედრაში მოწინააღმდეგის არდაფასება არ შეიძლება.

"პსჟ”-სათვის დღევანდელი შეხვედრა – გუნდის ამბიციების ნამდვილი გამოცდაა, რადგან სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული დიდი თანხა ჩემპიონთა ლიგაზე კარგი თამაშითაც უნდა გამართლდეს.

პირველ მატჩში გამოკვეთილი ფავორიტი, ალბათ, არ იქნება – ბოლო პერიოდში "ლურჯ-ბროწეულისფრები” სტუმრად არც თუ ისე დამაჯერებლად თამაშობენ და ყველაფერს "კამპ ნოუზე” "აგვარებენ. აი "პსჟ” კი, დიდი ალბათობით, მეორე ნომრად ითამაშებს, მიუხედავად ამისა მინიმუმ მცირე უპირატესობის მოპოვებას უნდა ეცადოს.

შეგახსენებთ, რომ პარიზელები საშინაო მოედანზე უკვე 23 შეხვედრაა არ დამარცხებულან, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში "ბარსელონამ” კი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ყველა შემხვედრი გუნდი გამოთიშა გათამაშებას.

სავარაუდო შემადგენლობები:

"პსჟ” 

სირიგუ – ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი – ვერატი, მატუიდი – ლუკასი, პასტორე – იბრაჰიმოვიჩი, ლავესი

"ბარსელონა” 

ვალდესი – ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა – ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა – სანჩესი, მესი, ვილია

ტრავმირებულნი: მოტა – ხავი, ალბა (ორივე – კითხვის ნიშნის ქვეშ), პუიოლი, ადრიანო

დისკვალიფიცირებულნი: პედრო

დისკვალიფიკაციის ზღვარზე: მატუიდი, ლავესი, ტიაგო სილვა – მასკერანო, სონგი, ადრიანო

საინტერესო ფაქტები

• "პსჟ” ბოლო ექვსი წელიწადია ევროთასების მატჩებში საკუთარ მოედანზე არ მარცხდება. პარიზელების 23-მატჩიანი მოგებათა სერია 2006-წელს "ჰაპოელთან” მარცხის შემდეგ გრძელდება.

• "პსჟ” საკუთარ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მეორედ ითამაშებს. წინა შემთხვევაში პარიზელები მაშინაც ამჟამინდელ მეტოქეს, "ბარსელონას” (1:1 ბარსელონაში, 2:1 პარიზში) დაუპირისპირდნენ და ნახევარფინალშიც გააღწიეს.

• "ბარსელონა” 14 შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ ვერ გავიდა შემდგომ ეტაპზე, მაშინ როდესაც 1/4 ფინალურ ეტაპამდე მიაღწია. ბოლოს კატალონიელები მეოთხედფინალიდან გათამაშებას 2002/03-წლების სეზონში "იუვენტუსთან” დაპირისპირებაში გამოეთიშნენ.

ნანახია: 296 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: