8:35 PM
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “პსჟ” (2) – “ვალენსია” (1)




მატჩი: "პსჟ” – "ვალენსია”
თარიღი: 6 მარტი, ოთხშაბათი.
სტადიონი: "პარკ დეს პრინცესი” ("პსჟ”)
არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი).
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გთავაზობთ ჩვენი საიტი:LIVETV.RU

როგორც მოგეხსენებათ, დღეს საღამოს უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების კიდევ ორი 1/4 ფინალისტი გაირკვევა. ერთ-ერთი წყვილი "პარი სენ ჟერმენი” და "ვალენსია” გახლავთ, რომლებიც დღეს ერთმანეთს შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვებისთვის დაუპირისპირდებიან.

ლიგა 1-ის ლიდერებმა, კვირის ბოლოს ჩემპიონატში დამარცხების შემდეგ შოკი განიცადეს. თუმცა, ისინი მაინც იმედოვნებენ, რომ ესპანელებთან მათი ასპარეზი წარმატებული გამოდგება.

მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, ძალზედ რთულ ვითარებაში იმყოფება, რადგან მას დღეს უფლება არ ექნება მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარკო ვერატი გამოიყვანოს, რომლებიც ამჟამად დისკვალიფიკაციას იხდიან. ასევე მწვანე მინდორზე გასვლას ჟერემი მენეზიც ვერ მოახერხებს, ოღონდ მის შემთხვევაში ამის მიზეზი მიღებული დაზიანებაა.

როგორც იცით, ზლატანმა წითელი ბარათი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, სტუმრად "ვალენსიას” წინააღმდეგ მიიღო. უეფამ იგი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რაც კლუბის ხელმძღვანელებმა გააპროტესტეს. მათი სურდათ, რომ შვედს მეოთხდეფინალში გასვლის შემთხვევაში, თამაშის უფლება ჰქონოდა, თუმცა ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსალოდნელია, რომ იბრაჰიმოვიჩს, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში "რეიმსთან” დამარცხებაში (1-0) გამორჩეული გახლდათ, დღეს კევინ გამეირო შეცვლის.

ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუ როგორ მოხდება მარკო ვერატის ჩანაცვლება. თუმცა არსებობს ის ფაქტიც, რომ დევიდ ბექჰემს თამაში შეუძლია და დღეს მოედანზე გამოსვლის შემთხვევაში, იგი ჩემპიონთა ლიგაზე 2010 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს, როდესაც ის "მილანის” მაისურით ასპარეზობდა და მისი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედთან” 4-0 განადგურდა.

ამავდროულად, "ვალენსიის” თავკაცმა, პარიზელებთან შეხვედრაში დაცვის ხაზში ჟერემი მათიეუ უნდა ათამაშოს. ეს იმიტომ, რომ რიკარდო კოშტასა და ადილ რამის ტრავმები აწუხებთ, რის გამოც საფრანგეთში არცერთი გაფრენილა.

სავარაუდო შემადგენლობები:


მეკარე: სირიგუ.
მცველები: ჟალე, ალექსი, სახო, მაქსველი;
ნახევარმცველები: ლუკას მოურა, მატუიდი, ჩანტომე, პასტორე;
თავდამსხმელები: ლავეცი, გამეირო.


მეკარე: ვისენტე გუაიტა;
მცველები: პერეირა, ვიქტორ რუიზი, მათიეუ, გუარდადო;
საყრდენი ნახევარმცველები: პარეხო, ტინიო კოშტა;
შემტევი ნახევარმცველები: ფეგული, ბანეგა, ჟონასი;
გამოკვეთილი თავდამსხმელი: სოლდადო.

ტრავმირებულნი: ტიაგო სილვა, ტიაგო მოტა (სავარაუდოდ ორივე არ ითამაშებს), მენეზი – ადილ რამი, რიკარდო კოშტა.

დისკვალიფიცირებულნი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარკო ვერატი.

დისკვალიფიკაცია ემუქრებათ: ტიაგო სილვა, მატუიდი – ტინიო კოშტა.

საინტერესო ფაქტები:

- "პსჟ”-მ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ბოლოს 1994-95 წლების სეზონში გავიდა, ამ ტურნირის ბოლო ხუთი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

- საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერები, ევრო ტურნირებზე ბოლო 22 მატჩია რაც საკუთარ მოედანზე დაუმარცხებლები არიან. ბოლოს მათთან გასვლაზე გამარჯვება, 2006 წელს თელ ავივის "აპოელმა” 2-4 შეძლო.

- პარიზელთა მორიგი გოლი ევრო ტურნირზე, იქნება საიუბილეო 50-ე, კლუბის ისტორიაში მთლიანად ასპარეზის მანძილზე ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე.

- "ვალენსია” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2006-07 წლების სეზონის შემდეგ არ გასულა, როდესაც ისინი ასპარეზიდან ლონდონის "ჩელსიმ” გამოითიშა.

ნანახია: 255 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: