7:30 PM
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “მალაგა” – “დორტმუნდი”



3 აპრილი, ოთხშაბათი
სტადიონი "ლა როსალედა”, 22:45 საათი
არბიტრი: იონას ერიქსონი (შვედეთი)
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გთავაზობთ ჩვენი საიტი: LIVETV.RU

1/8 ფინალში ესპანელები და გერმანელები მათთვის ძლიერ მოწინააღმდეგეებს გაუმკლავდნენ – "პორტუსა” და "შახტარს”, და უმაღლეს ევროპულ დონეზე თამაშის პერსპექტივები გაუქრეს. გულშემატკივარს უკვე ანცვიფრებს ის ფაქტი, რომ ამ თანაბარი დონის კლუბებიდან ერთ-ერთი კოლექტივი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტის სტატუსს მიიღებს.

მანუელ პელეგრინის "მალაგა” ტურნირის სხვადასხვა ეტაპებზე აუტსაიდერად მოიაზრება, თუმცა წინსვლას მაინც განაგრძობს. და აი ახლა, მას კიდევ ერთი კარგი შანსი აქვს შემდგომ ეტაპზე გასვლისა, თუმცა იქ შესაძლოა მისთვის ძალიან ნაცნობ და "მტაცებელ” "რეალს” ან "ბარსელონას” შეხვდეს. რა თქმა უნდა, "ბორუსიასაც” გააჩნია საკუთარი პლიუსები, თუმცა ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტური გრანდის სახელი დორტმუნდელებს ჯერ კიდევ არ დაუმსახურებიათ.

ანდალუსიელებს ყველა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაში ჰყავთ, გარდა ამისა, ჟულიო ბაპტიშტას, ხოაკინისა და ტულალანის სახით, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მოედნის საფარზე მრავალი წლის განმავლობაში ასპარეზობდნენ, "მალაგა” გამოცდილ ფეხბურთელებს არ საჭიროებს, საშინაო ტრიბუნების მექანიზმმა კი, განსაკუთრებული ენთუზიაზმით უნდა იმუშაოს. "ბორუსია” ამჟამად – ნამდვილი გერმანული მანქანაა, შესანიშნავი თავდასხმის ხაზით, ესპანეთში კი სწორედ ამ უპირატესობის გამოყენებას ეცდება. წესით, ტრავმირებული ჰუმელსის არყოფნა იურგენ კლოპის პერსპექტივების გადამწყვეტ მიზეზად არ უნდა იქცეს.

სავარაუდო შემადგენლობები

"მალაგა” 

კაბალიერო – ხესუს გამესი, დემიკელისი, ველინგტონი, ანტუნეში – ტულალანი, იტურა – ხოაკინი, ბაპტიშტა, ისკო – სანტა კრუსი

"დორტმუნდი” 

ვაიდენფელერი – პიშეკი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი – კელი, გიუნდოგანი – ბლაშიკოვსკი, როისი, გიოტცე – ლევანდოსვკი

ტრავმირებულნი: ჰუმელსი, შმელცერი (კითხვის ნიშნის ქვეშ) (ორივე – "ბორუსია”)

დისკვალიფიცირებულნი: არავინ

დისკვალიფიკაციის ზღვარზე: ველიტონი, სერხიო სანჩესი (ორივე – "მალაგა”)

საინტერესო ფაქტები

• მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე ცოტა, 34 კუთხური "მალაგამ” მოაწოდა;

• მიმდინარე გათამაშებაში, "დორტმუნდის” ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 44%-ია. ეს დარჩენილ 8 გუნდს შორის ყველაზე ცუდი შედეგია. მე-7 ადგილზე, 46%-ით, "მალაგაა”;

• "მალაგას” ევროტურნირის მატჩი საკუთარ კედლებში არასდროს წაუგია;

• მიმდინარე გათამაშებაში, "დორტმუნდს” წაგება არ აქვს;

ნანახია: 291 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: