8:33 PM
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “იუვენტუსი” (3) – “სელტიკი” (0)



6 მარტი, ოთხშაბათი
სტადიონი "იუვენტუსი”, 23:45 საათი
არბიტრი ფირატ აიდინუსი (თურქეთი)
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გთავაზობთ ჩვენი საიტი: LIVETV.RU

"იუვენტუსმა” ყველა საკითხი პირველ შეხვედრაში გადაწყვიტა, სტუმრად "სელტიკი” გაანადგურა. ასე რომ, განმეორებით მატჩში ინტრიგა არ იქნება, თუმცა მასპინძლები არ მოდუნდებიან.

დღეს "ბებერი ქალბატონის” შემადგენლობიდან საეჭვოა ანელკასა და კასერესის გამოჩენა, რაც შეეხება დე ჩელიესა და პეპეს, ეს ფეხბურთელები მოედანზე გასვლას რომ ვერ შეძლებენ, ეს უკვე გადაწყვეტილია.

დანაკლისების მიხედვით უფრო მეტი პრობლემები აქვთ გლაზგოელებს, დღევანდელ მატჩში "სელტიკს” ვერ დაეხმარებიან ბრაუნი, ლუსტიგი, მალგრიუ და უოტი, თუმცა ნილ ლენონის გუნდს დაუბრუნდა სამარასი, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ, ამაში ალბათ ეჭვი არავის არ ეპარება.

ორივე გუნდი კარგი ფეხბურთის ჩვენებას შეეცდება, რადგან ინტრიგა უკვე დაკარგულია. მართალია, სენსაციები ხანდახან ხდება, თუმცა არაა "იუვენტუსი” ის გუნდი, რომელიც ამხელა უპირატესობას 90 წუთში გაანიავებს.

ასევე გეტყვით იმასაც, რომ "ბებერი ქალბატონი” ბოლოს ევროთასებზე 2010-წლის მარტის თვეში დამარცხდა.

სავარაუდო შემადგენლობები

"იუვენტუსი” 

ბუფონი – ბარცალი, ბონუჩი, კიელინი – ისლა, პოგბა, პირლო, მარკიზიო, ასამოა – ვუჩინიჩი, მატრი

"სელტიკი” 

ფორსტერი – მეტიუზი, ემროუზი, უილსონი, იზაგირე – კომონსი, ლედლი, კაიალი, ვანიამა, სამარასი – ჰუპერი

ტრავმირებულნი: კასერესი, ანელკა, დე ჩელიე, პეპე – ბრაუნი, ლუსტიგი, მალგრიუ, უოტი

დისკვალიფიცირებულნი: არავინ

დისკვალიფიკაციის ზღვარზე: ვიდალი, ლიხტშტაინერი – ბრაუნი, ფორესტი

საინტერესო ფაქტები

• გუნდები აქამდე ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან. "იუვენტუსს” 3 მოგება აქვს, "სელტიკს” კი ორი;

• ამ გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში 15 გოლი გავიდა;

• საინტერესოა, რომ "იუვენტუსს”, ევროტურნირებზე, თითქმის 3 წელია არ წაუგია. ამ დროის განმავლობაში, ტურინელებმა 8 თამაში მოიგეს და 9 ფრედ დაასრულეს;

• "სელტიკს” იტალიაში იტალიურ კლუბებთან დაპირისპირებებში არასდროს მოუგია;

• გლაზგოელთა ბერძენმა შემტევმა გეორგიოს სამარასმა გოლი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 გასვლით მატჩში გაიტანა;

• ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ფლეი ოფის პირველი მატჩის საკუთარ კედლებში 0:3 წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე არავინ გასულა;

ნანახია: 271 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: