4:50 PM
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “იუვენტუსი” (0) – “ბაიერნი” (2)



10 აპრილი, ოთშაბათი
სტადიონი "იუვენტუსი”, 22:45 საათი
არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გთავაზობთ ჩვენი საიტი: LIVETV.RU

პირველი დაპირისპირების შემდეგ "იუვენტუსის” ნახევარფინალში გაღწევის შანსები ძალიან შემცირდა. ტურინელებს ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა გაუჭირდებათ, ხოლო "ბაიერნის” თავდასხმის ხაზს მხოლოდ ერთი გოლი სჭირდება იმისათვის, რათა ყველაფერი გადაწყდეს. მიუნხენელები თავის გამოჩენას ალბათ პირველივე ტაიმში ეცდებიან, რათა "ბებერ ქალბატონს” დავალება მაქსიმალურად გაურთულონ. შაბათს გამართული ბუნდესლიგის გადამწყვეტი შეხვედრის დამაჯერებლად მოგება კი "ბაიერნს” განწყობას უფრო უმაღლებს.

მასპინძლებს ზედმეტი ყვითელი ბარათის მიღების გამო ლიხტშტაინერი და ვიდალი ვერ დაეხმარებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა ასევე ჯოვინკოს, ბუფონისა და კასერესის თამაშიც.

"ბაიერნის” მხრიდან, მატჩს დანამდვილებით გამოტოვებს კროოსი, რომელმაც ტრავმა მიიღო და დაახლოებით მომდევნო ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს მიუნხენელების დახმარებას, ხოლო რაც შეეხება ხავი მარტინესს, დიდი ალბათობით, დღეს მას მოედანზე ვიხილავთ.

სტატისტიკა გვაცნობებს იმის შესახებ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ისტორიაში მხოლოდ ხუთმა გუნდმა შეძლო შემდგომ ეტაპზე გასვლა მას შემდეგ, რაც პირველ მატჩში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა. სხვა მხრივ, "იუვენტუსმა” მეოთხედფინალში გერმანულ კლუბებთან ყველა ხუთივე დაპირისპირებაში იმარჯვა.

დღევანდელ შეხვედრაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი გუნდი მოახერხებს პირველი გატანას. საინტერესოა სტუმრების შესაძლო ტაქტიკაც – ეცდებიან თუ არა ისინი პირველ ნომრად თამაშს და სწრაფი ბურთის გატანას, თუ მხოლოდ კონტრშეტევების გამოყენებას დასჯერდებიან?

სავარაუდო შემადგენლობები:

"იუვენტუსი” 

ბუფონი – ბარძალი, ბონუჩი, კიელინი – პადოინი, პირლო, პოგბა, მარკიზიო, ასამოა – კვალიარელა, ვუჩინიჩი

"ბაიერნი” 

ნოიერი – ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა – ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი – რობენი, მიულერი, რიბერი – მანჯუკიჩი

ტრავმირებულნი: ჯოვინკო, ანელკა, მარონე, პეპე – ბადშტუბერი, კროოსი

დისკვალიფიცირებული: ლიხტშტაინერი, ვიდალი (ორივე – "იუვენტუსი”)

დისკვალიფიკაციის ზღვარზე: კიელინი, მარკიზიო – მანჯუკიჩი, დანტე, ლუის გუსტავო, ლამი

საინტერესო ფაქტები

• "ბაიერნის” ფორვარდს კლაუდიო პისაროს 8 გოლი აქვს გატანილი იტალიური კლუბების წინააღმდეგ, მათ შორიც ერთი "იუვენტუსის” კარში;

• "იუვენტუსი” ლიგის ნახევარფინალში 2002/03-წლების სეზონის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ტურინელებმა მეოთხედფინალში "ბარსელონას” სძლიეს;

• ევროტურნირების ფლეი ოფებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, "ბაიერნს” შემდეგ ეტაპზე გასვლის 81.4%-იანი შანსი აქვს;

• ერთი კვირის წინათ მიუნხენში მარცხით, "იუვენტუსმა” ევროტურნირებზე 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა;

ნანახია: 272 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: