9:11 AM
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “გალათასარაი” – “რეალი”



სამშაბათი, სტამბული
სტადიონი: "თიურქ-ტელეკომი”
დრო: 22:45 წუთი
მსაჯი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გთავაზობთ ჩვენი საიტი: LIVETV.RU

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად თურქი გულშემატკივრის დევიზისა, "გალათასარაი” მადრიდის "რეალთან” განწირულია. რა თქმა უნდა, გაუჩერებლად შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ეს ფეხბურთია და, რომ აქ ყველაფერი ხდება, რომ "რეალი” ნაკლებად მოტივირებული გავა მოედანზე, თუმცა არც იმდენად, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე” მიღწეული ბრწყინვალე შედეგი (3:0) თურქულ ქარს გაატანოს.

ფათიჰ თერიმმა განაცხადა, მადრიდში წაგებამ სულაც არ შეცვალა ჩემი გეგმები. "გალათასარაი” შინ ისედაც შეტევას აპირებდა და ახლა, როცა 0:3 გვაქ წაგებული, დაცვაში ჩაჯდომას არავინ ფიქრობსო.

გოლის გატანა ან თუნდაც მეტოქისა ანერვიულება მასპინძლებს მთავარი ბომბარდირის ილამზის გარეშე მოწევს. ილმაზთან ერთად ნუნკეუსაც დისკვალიფიკაცია აქვს. საინტერესოა სნეიდერის მდგომარეობაც. უკვე მეორე მატჩია, მათ შორის "სანტიაგო ბერნაბეუზეც”, ჰოლანდიელს მეორე ნახევრის დასაწყისში ცვლიან.

ცვლილებებს რაც შეეხება, ნუნკეუს გეკხან ზანი შეცვლის, ხოლო ილმაზს- უმუთ ბიულუთი. არსებობს შანსი, რომ კიდევ ერთი ძლიერი ბომბარდირი ელმანდერი ვიხილოთ მოედანზე, მაგრამ არა პირველივე წუთიდან.

"რეალიდან” წინა მატჩის მიწურულს სრულიად შემთხვევით წითელი ბარათები მიიღეს სერხიო რამოსმა და ალონსომ, ამიტომ დღეს ესპანელები დისკვალიფიცირებულნი არიან. რამდენიმე სეზონის წინ სერ ალექს ფერგიუსონმა "შალკეს” წინააღმდეგ ფლეი-ოფში მეორე მატჩში მეორე შემადგენლობა დააყენა, ალბათ ასე არ მოიქცევა ჟოზე მოურინო, თუნდაც იმიტომ, რომ "რეალმა” ლა ლიგაში მთავარი ბრძოლა უკვე დათმო.

სავარაუდო შემადგენლობა:

"გალათასარაი”: მუსლერა— ებუე, კაია, ზანი, რიერა— მელო, ალტინტოპი, ინანი— სნიეიდერი— დროგბა, ბიულუთი.

"რეალი”: დიეგო ლოპესი— არბელოა, ვარანი, ალბიოლი, კოენტრაუ— ხედირა, მოდრიჩი— დი მარია, იოზილი, რონალდუ— ბენზემა.

ტრავმირებულები: ელმანდერი(კითხივს ნიშნის ქვეშ) — პეპე(კითხვის ნიშნის ქვეშ), კაკა

დისკვალიფიცირებულები: ნუნკეუ, ილმაზი— სერხიო რამოსი, ხაბი ალონსო.

დისკვალიფიკცაია ემუქრებათ: ინანი, ამრაბატი, რიერა, დროგბა, მელო— ესიენი.

მატჩისწინა კომენტარები:

ფათიჰ თერიმი, "გალათასარაის” თავკაცი:

"ეჭვი არ მეპარება ჩემი ფეხბურთელების ენთუზიაზმსა და გამარჯვების წყურვილში. ნებისმიერი მატჩისთვის მზად ვართ. მოურინიომ რომ ამბობს, თუ ჩემი გუნდი 0:2 წააგებს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გავა, მეწყინებაო, ვეთანმხები. ის "რეალის” მწვრთნელია. მის ადგილზე მეც იმავეს ვიფიქრებდი”.

ჟოზე მოურინიო, "რეალის” თავკაცი:

"პირველ შეკრებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გუნდმა, რომელმაც პირველი მატჩი 3:0 მოიგო, შეიძლება განმეორებითი მატჩი 3:0 წააგოს. მათ შევახსენე, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ "გალათასარაის” უნდა ვუფრთხილდეთ”.

ნანახია: 287 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: