8:27 PM ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “ემიუ” (1) – “რეალი” (1) | |
![]() 5 მარტი, სამშაბათი 1/8 ფინალური წყვილების ყველაზე განთქმული და საინტერესო წყვილის პირველმა მატჩმა ძალიან ბევრი დადებითი ემოცია გამოიწვია. თუ შეხვედრა ბანალური ფრით 1:1 დასრულდა, იგი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, და ძალიან ცოტას თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ განმეორებითი შეხვედრაც ასეთი საინტერესო იქნება. "წითელი ეშმაკუნები” მადრიდში მეორე ნომრად თამაშობდნენ, საშინაო არენაზე კი საკუთარ თამაშში რამოდენიმე ცვლილების შეტანა მოუწევთ. პირველ რიგში, დღეს ვერ ითამაშებს ტრავმის გამო ასეთი მატჩებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჯონსი, რომელსაც ნახევარდაცვის ხაზის ცენტრში დიდი ალბათობით კლევერლი შეცვლის. მეორე ცვლილებად კი მოედანზე კაპიტნის ვიდიჩის გამოჩენა შესაძლოა მოგვევლინოს, რომელმაც მოულოდნელად პირველი შეხვედრა გამოტოვა. იგი ევანსს შეცვლის. "იუნაიტედის” შემადგენლობაში სხვა ცვლილება არ არის მოსალოდნელი. ნომინალური ფორვარდები რუნი და უელბეკი კვლავ კაგავასთან ერთად შემტევი ნახევარდაცვის ხაზს გააძლიერებენ, ვან პერსი კი გამოკვეთილ თავდამსხმელად მოგვევლინება. მატჩის მიმდინარეობისას შესაძლებელია რუნიმ, უელბეკმა და კაგავამ პოზიციები შეცვალონ. ვინ წარმოიდგენდა, რომ მადრიდში რუნი მარჯვენა ფლანგზე ითამაშებდა. "რეასლს” ბოლო კვირაში თავდაჯერებულობა და საკუთარ ძალებში დარწმუნება შეემატა, "ბარსელონა” ორჯერ დაამარცხა. რა თქმა უნდა, ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის დაპირისპირებამ დიდად არაფერი არ შეცვალა, სწორედ ამიტომ დააყენა მოურინიომ "სანტიაგო ბერნაბეუზე” სათადარიგოთა სკამის რამოდენიმე ფეხბურთელი. აი რაც შეეხება სტუმრად სათასო გამარჯვებას, სწორედ ამის განმეორებას შეეცდება ჟოზეს გუნდი დღეს. "რეალის” ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა ძალიან ადვილია. დაცვის ხაზის ცენტრში რამოსის პარტნიორი ვარანი იქნება, გამოკვეთილ ფორვარდად კი იგუაინი მოგვევლინება. ამ ორმა უკანასკნელმა ბოლო დროს პეპე და ბენზემა სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო. მუშაობას დაუბრუნდა გუნდის კაპიტანი კასილიასი, თუმცა, დღეს მის მოედანზე გამოჩენას არ უნდა ველოდოთ. სავარაუდო შემადგენლობები "ემიუ”: დე ხეა – რაფაელი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა – კერიკი, კლევერლი – რუნი, კაგავა, უელბეკი – ვან პერსი "რეალი”: დიეგო ლოპესი – არბელოა, ვარანი, რამოსი, კოენტრაო – ხედირა, ხაბი ალონსო – დი მარია, იოზილი რონალდუ – იგუაინი ტრავმირებულნი: ჯონსი, სქოულზი – კასილიასი დისკვალიფიცირებულნი: არავინ დისკვალიფიკაციის ზღვარზე: რაფაელი, ვან პერსი – არბელოა, ხაბი ალონსო, რამოსი საინტერესო ფაქტები - "ემიუმ” ესპანურ კლუბებთან გამართულ ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთი მატჩის მოგება შეძლო (ჩემპიონთა ლიგის 2007/08 წლების სეზონის დაპირისპირება "ბარსელონასთან” 1:0), ბოლოს "ეშმაკუნები” ესპანურ კლუბს კი გასულ სეზონში ევროპის ლიგაზე დაუპირისპირდნენ, სადაც "ატლეტიკთან”, ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ; - "რეალმა” რვაჯერ დაიწყო ორრაუნდიანი დაპირისპირება საშინაო ფრით და ამის შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. ეს მოხდა 1999/2000 წლების სეზონში, სადაც მადრიდელები სწორედ ამჟამინდელ მეტოქეს "ემიუს” დაუპირისპირდნენ. მაშინ მადრიდში გუნდებმა მატჩი 0:0 დაასრულეს, მანჩესტერში კი "რეალმა” 3:2 მოიგო; - "რეალმა” ევროთასებზე ორრაუნდიან ბრძოლაში საშინაო ფრე 1:1 სამჯერ გააგორა და სამივეჯერ გამოეთიშა ტიტულისათვის ბრძოლას; - ფერგიუსონი და მოურინიო ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ორჯერ დაუპირისპირდნენ. 2004-წელს "პორტუმ” "ემიუ” (2:1 და 1:1) გამოთიშა ტიტულისთვის ბრძოლას, ხოლო ხუთი წლის შემდეგ "ემიუ” "ინტერზე” (0:0 და 2:0) ძლიერი აღმოჩნდა. - "ჩელსიში” სამწლიანი მუშაობის პერიოდში კი მოურინიო მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ფერგიუსონის "ემიუსთან”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |