3:13 PM
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “დორტმუნდი” – “რეალი” (პრევიუ)


ოთხშაბათი, დორტმუნდი
სტადიონი: სიგნალ-იდუნა-პარკი
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
დრო: 22:45 წთ.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გთავაზობთ ჩვენი საიტი: LIVETV.RU

გუშინ გერმანიისა და ესპანეთის საუკეთესო გუნდების ჯახის მომსწრენი გავხდით, დღეს კი ამ ქვეყნების მეორეადგილოსნების მატჩი გველის.

"დორტმუნდი” აღნიშნულ შეხვედრას დანაკარგების გარეშე ხვდება. ადრე ჰუმელსსა და ბლაშიკოვსკის ტრავმები აწუხებდათ, თუმცა დღეს ორივე მათგანი მზადაა მოედანზე გასასვლელად. ჰუმელსს დღეს ყველა ძირითადში ველით, ბლაშიკოვსკის საკითხი გადასაჭრელია.

მთავარი საფიქრალი გუნდში მარიო გიოტცეა. როგორც გუშინ გაუწყეთ, ადგილობრივი პუბლიკის საყვარელი მოთამაშე მომავალი სეზონიდან "ბაიერნის” ღირსებას დაიცავს, ამიტომ დიდი შანსია, დღეს მას გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი სტვენით შეხვდეს, რაც შემდეგ მოვლენების განვითარებაზე ცუდად აისახება, მაგრამ იურგენ კლოპისთვის მარიო უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და ,ძნელად სავარაუდოა, დღეს ახალგაზრდა ტალატნი სათადარიგოზე დასვას.

"რეალის” დანაკარგებს რაც შეეხებათ, ალვარო არბელოა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს შეხვედრას. მცირე დაზიანება აღენიშნებათ მარსელოსა და ესიენს, პრობლემები აქვს დი მარიას, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის გამოტოვება მხოლოდ სერიოზული ტრავმის პირობებშია დაშვებული და გამართლებული.

ჟოზე მოურინიო ზოგ შემთხვევაში მარჯვენა ფლანგზე ესიენს აყენებდა, მაგრამ დღეს ამ პოზიციაზე ესპანური პრესა სერხიო რამოსის დაბრუნებას ელის. ცენტრში კი წესით პეპეს ვარანი უნდა შეუწყვილდეს, თუმცა "განსაკუთრებულს” გამორჩეული მატჩების წინ ტაქტიკური გადაადგილებები ძალიან უყვარს.

სავარაუდო შემადგენლობები:

საინტერესო ფაქტები:

*ამ სეზონში ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და ორი მატჩის ჯამში გამარჯება გერმანელებს დარჩათ. დორტმუნდში გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, მადრიდში კი ფრე, 2:2 დაფიქსირდა.

*1997/98 წლების სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს ამავე ტურნირის ნახევარფინალში გადაეყარნენ. მაშინ მოქმედმა ჩემპიონმა "დორტმუნდმა” ესპანეთში 0:2 წააგო, შინ კი 0:0 ითამაშა.

* ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "დორტმუნდმა” შინ ჩატარებული ხუთივე მატჩი მოიგო, გოლების საერთო შეფარდება კი ასეთია: 10:3.

* "რეალმა” გერმანიაში გამართული 24 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო. ეს მოხდა შორეულ 2000/01 წლების სეზონში, როცა მადრიდელებმა "ბაიერი” დაამარცხეს 2:3. რაც შეეხება წაგებებს, "რეალი” 24-დან 17 მატჩში დამარცხდა.

ნანახია: 289 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
1 ROM@NI   (2013-04-24 3:14 PM) [Entry]
magari matchi gvelodeba

f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: