9:13 AM ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “დორტმუნდი” (0) – “მალაგა” (0) | |
![]() 9 აპრილი, სამშაბათი პირველ მატჩში გუნდებს დიდი სპექტაკლი არ დაუდგამთ, თუმცა ნამდვილი იმედგაცრუებაც არ ყოფილა. ორივე გუნდი ცოტათი რისკავდა, თუმცა ამას დიდი სიფრთხილითა და სიმშვიდით აკეთებდა. "ბორუსიას” გულშემატკივრებმა შესაძლოა ეს შეხვედრა "შახტართან” დაპირისპირებას შეადარონ, როდესაც სტუმრად გაგორებული ფრის შემდგომ, დორტმუნდელებმა შინ მოწინააღმდეგე გაანადგურეს. იურგენ კლოპის გუნდი მატჩს საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. გუნდის თავკაცის სიტყვებით, პირველი თამაშის შემდგომ ჰუმელსი და ბლაშიკოვსკი პირველ თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით უკვე ვარჯიშობენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს მათი გამოჩენა მოედანზე, პირველი მატჩის მსგავსად, საეჭვოა. ასეთი სიტყვები უნდა ვთქვათ "მალაგაზეც”, მანუელ პელეგრინის მხოლოდ ორი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი დააკლდება. ველინგტონისა და იტურას შემცვლელები ანდალუსიელებს ჰყავთ. ჩილელი იტურას ადგილი ნახევარდაცვის ხაზში შესაძლოა კამაჩომ დაიკავოს, ხოლო ბრაზილიელის ნაცვლად გამოცდილი ლუგანო ითამაშებს. იგი ველინგტონს ძლიერი თვისებებით არ ჩამოუვარდება, თუმცა ეს უკანასკნელი გუნდის კაპიტანია და დემიკელისთან ერთად შესანიშნავ დუეტს ქმნის. მეტი ცვლილებები არ იგეგმება. ანუ, ყოველგვარი დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ დღეს პირველი შეხვედრის გაგრძელება იქნება. უგოლო ანგარიში 0:0 ფორმალურ ფავორიტსაც კი ვერ ავლენს. სავარაუდო შემადგენლობები: "დორტმუნდი” ვაიდენფელერი – პიშეკი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი – კელი, გიუნდოგანი – როისი, გიოტცე, გროსკროიცი – ლევანდოვსკი "მალაგა” კაბალიერო – ხესუს გამესი, დემიკელისი, ლუგანო, ანტუნეში – ტულალანი, კამაჩო – ხოაკინი, ბაპტიშტა, ისკო – სავიოლა ტრავმირებულნი: არავინ დისკვალიფიცირებულნი: იტურა, ველინგტონი (ორივე – "მალაგა”) დისკვალიფიკაციის ზღვარზე: გროისკროიცი – დემიკელისი, სერხიო სანჩესი საინტერესო ფაქტები • "მალაგას” ევროტურნირის მატჩი საკუთარ კედლებში არასდროს წაუგია; • მიმდინარე გათამაშებაში, "დორტმუნდს” წაგება არ აქვს; • ევროტურნირების ფლეი ოფში, პირველი მატჩი გასვლაზე ფრედ "დორტმუნდმა” 8-ჯერ დაასრულა. გერმანელები შემდეგ ეტაპზე 6-ჯერ გავიდნენ; • მიმდინარე გათამაშებაში, "მალაგამ” კარის მშრალად შენახვა 5-ჯერ მოახერხა, რაც "იუვენტუსისა” და "პორტუს” შედეგთან ერთად, საუკეთესო მაჩვენებელია; | |
|
სულ კომენტარები: 0 | |