8:29 PM
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “ბორუსია” (2) – “შახტარი” (2)




მატჩი: "ბორუსია” – "შახტარი”
ტურნირი: ჩემპიონთა ლიგა.
თარიღი: სამშაბათი, 23:45.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია).
პირდაპირი რეპორტაჟი: LIVETV.RU

წინასამატჩო პრესკოფერენციაზე, დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა მირჩი ლუჩესკუმ, ხმამაღალი განცხადება გააკეთა: "დარწმუნებული ვარ, ამ წყვილიდან ერთ-ერთი გამარჯვებული ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.” – ერთი შეხედვით, რუმინელი სპეციალისტის ეს ნათქვამი უსაფუძვლო ჩანს, თუმცა ამის მოხდენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. "დორტმუნდმაც” და "შახტარმაც”, უკვე მოახერხეს თავიანთი ბრწყინვალე გამოსვლით, ევროპის გაოცება. მათ შეძლეს და გააღწიეს პლეი-ოფში ურთულესი ჯგუფებიდან.

1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ნათამაშები ფრის შემდეგ (2:2), "მაღაროელები” ძალიან ცუდ ვითარებაში ჩავარდნენ. დღეს, მათ გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროებათ. თუმცა, უკრაინელებს 2:2-ზე მეტი ფრეც აწყობთ. ასე რომ, შავ-ნარინჯისფრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დადებით შედეგს მიაღწიონ. ყოველივე ამას გარდა, მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად კონკურსი არ დამთავრებულა.

"შახტარის” შემადგენლობა გერმანიაში სათამაშოდ, ნახევრად-ოპტიმალური გახლავთ. ძირითადი შემადგენლობიდან, ლაზარეთში ილსინიო და დმიტრი ჩიგრინსკი იმყოფებიან. მირჩი ლუჩესკუს, ეს მიზეზი აღსანიშნავი აქვს. გუნდს შეუძლია ოლექსანდერ კუჩერის თამაშზე იყოს დამოკიდებული, რომელმაც პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. დონეცკელებს საშა დაუბრუნდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი თავდაცვითი ხაზი ძალზედ გამყარდა. ამის წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელი არ იქნებოდა, რომ პირველი შეხვედრისგან განსხვავებული ანგარიში დაფიქსირებულიყო.

საეჭვოა დორტმუნდელთაგან რაიმე ექსპერიმენტი ვიხილოთ. სავარაუდოდ იურგენ კლოპი მოედანზე საუკეთესო მოთამაშეებს შეუშვებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მწვრთნელს ამის უდიდესი საშუალება აქვს. მიუხედავად ამისა, გუნდი ძალიან პროგნოზირებადია. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სტადიონზე მათს ჰუმელსის ხილვა საეჭვოა. ცენტრალურ მცველს, შეხვედრის დაწყებამდე პრობლემები აწუხებდა. ასე რომ, თავდაცვის ცენტრში მოსალოდნელია სუბოტიჩი – სანტანას წყვილი ვიხილოთ. თამაშს შეძლებს ილკაი გიუნდოგანი, რომელიც ჯამრთელობის გამო უკრაინაში არ გაფრენილა. ერთი სიტყვით, "ბორუსია” დღევანდელი შეხვედრისათვის სრულ მზადყოფნაშია.

შავ-ყვითელთა მოტივაცია, ასევე არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. მათ საკუთარ მოედანზე თითქმის ყველა მატჩი მოიგეს, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. მოგეხსენებათ, ისინი სულ ცოტა ხნის წინ გერმანიის თასიდან მიუნხენის "ბაიერნმა” ასპარეზიდან გამოთიშა. ხოლო ბუნდესლიგაში "რეკორდმაისტერებთან” ჩამორჩენა იმდენად დიდია, რომ გულშემატკივრები მესამე ადგილზე გასვლას ნატრობენ. სწორედ ამიტომ, იურგენ კლოპის შეგირდები ჩემპიონთა ლიგაზე არიან ორიენტირებულნი. ზოგის აზრით, დორტმუნდელები სასურველი ფრის თამაშს შეეცდებიან, მაგრამ ისინი სახლში თამაშობენ, რაც უდიდესი უპირატესობაა. ორივე გუნდი ვალდებულია, თავდასხმაში წარმატების გზა ეძიონ.

    სავარაუდო შემადგენლობები:


მეკარე: ვაიდენფელერი;
მცველები: პიშჩეკი, სუბოტიჩი, სანტანა, შმელცერი;
საყრდენი ნახევარმცველები: გუნდოგანი, ბენდერი;
შემტევი ნახევარმცველები: ბლაშიკოვსკი, გიოთზე, როისი;
გამოკვეთილი თავდამსხმელი: ლევანდოვსკი.


მეკარე: პიატოვი;
მცველები: სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რათსი;
საყრდენი ნახევარმცველები: ჰიუბშმანი, ფერნანდინიო;
შემტევი ნახევარმცველები: ტეიშეირა, მხითარიანი, ტაისონი;
გამოკვეთილი თავდამსხმელი: ლუის ადრიანო.

ტრავმირებულები: ჰუმელსი (კითხვის ნიშნის ქვეშ) – ილსინიო და ჩიგრინსკი (არ გაემგზავრნენ).

დისკვალიფიკაცია: არ არის.

დისკვალიფიკაციის მუქარის ქვეშ არიან: ჰიუბშმანი, ლუის ადრიანო.

საინტერესო ფაქტები:

- "ბორუსია” ბოლო ექვს შეხვედრაში (ყველა ტურნირში ერთად), მხოლოდ ორჯერ არ გამოვლინდა გამარჯვებულად.

- იურგენ კლოპის შეგირდებმა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ყველა მატჩი მოიგეს და ისინი არიან ერთადერთნი, რომელიც წელს დაუმარცხებელნი არიან.

- დონეცკელებმა თავიანთი პირველი ევროპული ტურნირი, 2009 წელს უეფას თასის ფინალში მოიგეს, როდესაც მათ ბრემენის "ვერდერი” დაამარცხეს.

- "მაღაროელებმა” ბოლოჯერ გერმანიაში მაშინ ითამაშეს, როცა "შალკეს” მინიმალური სხვაობით, 0-1 მოუგეს.

- უკრაინის მოქმედმა ჩემპიონებმა, ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 11 გასვლით შეხვედრაში, 22 გოლის გატანა მოახერხეს.

ნანახია: 264 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: