4:49 PM
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “ბარსელონა” (2) – “პსჟ” (2)



10 აპრილი, ოთხშაბათი
სტადიონი "კამპ ნოუ”, 22:45 საათი
არბიტრი: ბიორნ კეიპერსი (ჰოლანდია)
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გთავაზობთ ჩვენი საიტი: LIVETV.RU

შესაძლო იყო ყველაფერი პირველივე მატჩში გადამწყდარიყო, რადგან კატალონიელები ორჯერ იგებდნენ. თუმცა, მიუხედავად ამხელა უპირატესობისა, "პსჟ”-მ ანგარიში გაათანაბრა და ამ წყვილის გამარჯვებულის საკითხი კვლავ გახნილად დატოვა.

შეხვედრის დაწყების წინ ერთ-ერთი მთავარი ინტრიგად მოედანზე მესის შესაძლო გამოსვლა უნდა ჩავთვალოთ, რომელმაც ამ გუნდებს შორის გამართულ პირვე დაპირისპირებაში დაზიანების გამო მწვანე მინდორი პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ დატოვა. ექიმები მთელი ამ ხნის განმავლობაში არგენტინელის ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ, და ახლა ფორვარდი თანაგუნდელებთან ერთად უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს, თუმცა მისი მოედანზე გამოჩენა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. სავარაუდოდ, ვილანოვა მესის მეორე ტაიმში გამოიყენებს, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ გარისკოს.

გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფრებს” პრობლემა დაცვის ხაზშიც გაუჩნდათ – ტრავმის გამო მასკერანო და პუიოლი დღეს მოედანზე გასვლას ვერ შეძლებენ, ხოლო ადრიანოს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. შესაძლებელია სონგისა და ბარტრას დაცვის ცენტრში გამოჩენის ვარიანტი, სწორედ ამიტომ, ვილანოვა ამ პრობლემას შეხვედრის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე გადაწყვეტს. თუმცა, თუ ადრიანო მწყობრში იქნება, მაშინ მისი ხილვა ძირითად შემადგენლობაში უფრო რეალურია.

"ბარსელონას” თავკაცს შეტევის ხაზშიც დიდი არჩევანი აქვს – სესკმა და სანჩესმა "მალიორკას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში საოცარი თამაში აჩვენეს, თუმცა ამ ფეხბურთელების მდგომარეობაზე დასკვნების გამოტანა აუტსაიდერთან დაპირისპირების შემდგომ არ ღირს. დიდი ალბათობით, ფლანგებზე ვილია და პედრო გაირჯებიან, ხოლო ვინ გაუწევს მათ კომპანიონობას, ამას შეხვედრის დაწყების წინ გავიგებთ.

"პსჟ”-ც არაა დანაკლისის გარეშე ჩასული ბარსელონაში – მატუიდი დისკვალიფიცირებულია, ხოლო მოტას მოედანზე გამოჩენა, ტრავმის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა ვარაუდობენ, რომ გუნდის დახმარებას ტიაგო სილვა და ალექსი მაინც შეძლებენ, რომლებსაც შაბათს არ უთამაშიათ.

შედეგიან მატჩს უნდა ველოდოთ, რადგან "ბარსელონა” მოწინააღმდეგეს შანსს ყოველთვის აძლევს, სწორედ ამიტომ, მასპინძლებმა შესაძლოა გოლი გაუშვან. მესის არყოფნა კი კატალონიელების შეტევებს შედარებით დაასუსტებს, რაც სხვა თავდამსხმელებს თავის გამოჩენის შანსს მისცემს.

ჯერჯერობით პირველი დაპირისპირების შემდგომ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. ძალიან საინტერესო იქნება იმის ყურება, შეეცდებიან თუ არა პარიზელები პირველ ნომრად თამაშს, და ვინ გაიტანს პირველ გოლს, ასევე რამდენად ადეკვატური იქნება დღევანდელი სუპერმატჩის არბიტრაჟი?

სავარაუდო შემადგენლობები:

"ბარსელონა” 

ვალდესი – ალვეში, ბარტრა, პიკე, ალბა – ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა – პედრო, ფაბრეგასი, ვილია

"პსჟ” 

სირიგუ – ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი – ბექჰემი, მოტა – ლუკასი, პასტორე – იბრაჰიმოვიჩი, ლავესი

ტრავმირებულნი: მესი (კითხვის ნიშნის ქვეშ), პუიოლი, მასკერანო – მოტა (კითხვის ნიშნის ქვეშ)

დისკვალიფიცირებულნი: მასკერანო – მატუიდი

დისკვალიფიკაციის ზღვარზე: სონგი, ალბა, ადრიანო, პიკე – ლავესი, ტიაგო სილვა

საინტერესო ფაქტები

• მიმდინარე სეზონში, "ბარსელონას” ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 73.7% არის, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია;

• "პსჟ” ბოლო ექვსი წელიწადია ევროთასების მატჩებში საკუთარ მოედანზე არ მარცხდება. პარიზელების 24-მატჩიანი წაუგებელი სერია 2006-წელს "ჰაპოელთან” მარცხის შემდეგ გრძელდება;

• 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ, "ბარსელონამ” "კამპ ნოუზე” ჩემპიონთა ლიგის 20 თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა 16 მოიგეს და 4 ფრედ დაასრულეს;

• "პსჟ” ერთადერთი ფრანგული კლუბია, რომელმაც "კამპ ნოუზე”, ჩემპიონთა ლიგის მატჩში არწაგება მოახერხა;

• "ბარსელონა” 14 შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ ვერ გავიდა შემდგომ ეტაპზე, მაშინ როდესაც 1/4 ფინალურ ეტაპამდე მიაღწია. ბოლოს კატალონიელები მეოთხედფინალიდან გათამაშებას 2002/03-წლების სეზონში "იუვენტუსთან” დაპირისპირებაში გამოეთიშნენ.

• მიმდინარე გათამაშებაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყველაზე მეტი, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა;

ნანახია: 281 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: