9:11 AM ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “ბაიერნი” – “იუვენტუსი” | |
![]() 2 აპრილი, სამშაბათი მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად ითვლებიან. "ბაიერნი” ბუნდესლიგაში შესანიშნავად გამოდის, ბოლო შეხვედრაში კი "ჰამბურგისგან” არაფერი არ დატოვა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი კი, მთლიანად ევროთასის გათამაშებაზეა კონცენტრირებული, რადგან შიდა ჩემპიონატში უკვე ყველაფერი ნათელია. "იუვენტუსი”, თავის მხრივ, კვლავ გამოცანად რჩება – ტურინელები სერია ა-ს თავდაჯერებულად ლიდერობენ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის გამოკვეთილ ფავორიტებად არ ითვლებიან. მიუნხენელებს ბოლო შეხვედრაში გომესი და ალაბა ვერ დაეხმარნენ, სწორედ ამიტომ, მათი მონაწილეობა დღევანდელ შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. "ბებერი ქალბატონის” დახმარებას კი ვუჩინიჩი და ჯოვინკო შეძლებენ, თუმცა კონტე გადაწყვეტს მატჩის დაწყების წინ მათ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენას. უნდა აღინიშნოს, რომ "იუვენტუსი” მეოთხედფინალურ სტადიებზე გერმანული კლუბების წინააღმდეგ წარმატებით ასპარეზობს და ყველა, ხუთივე დაპირისპირებაში ტურინელებმა შემდგომ ეტაპზე გააღწიეს. პირველ შეხვედრაში შედარებით უფრო აგრესიულ თამაშს უნდა ველოდოთ "ბაიერნისგან”, რომელიც საკმარისად კომფორტული სხვაობით მოგებას ეცდება. სავარაუდო შემადგენლობები: "ბაიერნი” ნოიერი – ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა – ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი – მიულერი, კროოსი, რიბერი – მანუკიჩი "იუვენტუსი” ბუფონი – ბარძალი, ბონუჩი, კიელინი – ლიხტშტაინერი, პირლო, ვიდალი, მარკიზიო, პელუზო – ჯოვინკო, მატრი ტრავმირებულნი: ბენდტნერი, პეპე, კასერესი (ყველა – "იუვენტუსი”) დისკვალიფიცირებული: ხავი მარტინესი ("ბაიერნი”) დისკვალიფიკაციის ზღვარზე: დანტე, ლამი – ვიდალი, ლიხტშტაინერი საინტერესო ფაქტები • "ბაიერნის” ფორვარდს კლაუდიო პისაროს 8 გოლი აქვს გატანილი იტალიური კლუბების წინააღმდეგ, მათ შორიც ერთი "იუვენტუსის” კარში. • "იუვენტუსი” ლიგის ნახევარფინალში 2002/03-წლების სეზონის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ტურინელებმა მეოთხედფინალში "ბარსელონას” სძლიეს. • "იუვენტუსი” ევროტურნირებზე 2010-წლის შემდეგ არ დამარცხებულა. მაშინ იტალიელები "ფულემთან” ევროპის ლიგაზე ანგარიშით 1:4 დამარცხდნენ. • "ბაიერნის” ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, იუპ ჰაინკესს, უკვე ყავს დამარცხებული "იუვენტუსი” 1998-წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც მისმა "რეალმა” მიატოვიჩის გოლით სძლია მარჩელო ლიპის "ბებერ ქალბატონს”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |