1:02 AM
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “ბაიერნი” (3) – “არსენალი” (1)



13 მარტი, ოთხშაბათი
სტადიონი "ალიანს არენა”, 23:45 საათი
არბიტრი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გთავაზობთ ჩვენი საიტი: LIVETV.RU

პირველ შეხვედრაში მიუნხენელებმა "არსენალი” დამაჯერებლად დაამარცხეს, სწორედ ამიტომ, განმეორებითი მატჩისათვის შეუძლიათ მშვიდად მოემზადონ. დიახ, "მეთოფეებს” შეუძლიათ ანგარიში გახსნან და ინტრიგის დაბრუნებას შეეცადონ, თუმცა დღევანდელი "ბაიერნი” უბრალოდ ძლიერია და საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ მისცემს.

მიუნხენელებს ბოატენგი, შვაინშტაიგერი და რიბერი ვერ დაეხმარებიან, როდესაც ლონდონელებს გიბსი და უილშირი დააკლდებათ.

"არსენალმა” შესაძლოა გასულ წელს მიღებული გამოცდილება გამოიყენოს, როდესაც გუნდი "მილანთან” ორმატჩიან დუელში პირველ შეხვედრაში 4:0 დამარცხდა, ხოლო მეორე მატჩი 3:0 მოიგო, თუმცა დღეს "მეთოფეებს” ამ შედეგის განმეორება გარკვეული მიზეზების და გამო ძალიან გაუჭირდებათ.

სავარაუდო შემადგენლობები

"ბაიერნი” 

ნოიერი – ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა – ხავი მარტინესი, ლუის გუსტავო – რობენი, კროოსი, მიულერი – მანჯუკიჩი

"არსენალი” 

შესნი – სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, ვერმაელენი – არტეტა, რემსი – უოლკოტი, კასორლა, პოდოლსკი – ჟირუ

ტრავმირებულნი: ბადშტუბერი, რიბერი – გიბსი, უილშირი

დისკვალიფიცირებულნი: ბოატენგი, შვაინშტაიგერი (ორივე – "ბაიერნი”)

დისკვალიფიკაციის ზღვარზე: ხავი მარტინესი, დანტე – არტეტა, პოდოლსკი, ვერმაელენი, კოშელნი, რემსი

საინტერესო ფაქტები

• "ბაიერნმა” ევროთასებზე მხოლოდ ორი შეხვედრა დათმო ინგლისური კლუბების წინააღმდეგ შინ გამართულ 16 შეხვედრაში (1993/94 წლების უეფას თასის გათამაშებაზე მიუნხენელები "ნორვიჩთან” დამარცხდნენ – 1:2). გასული წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალში კი "ალიანს არენაზე” ლონდონის "ჩელსისთან” დამარცხდა პენალტების სერიაში;

• 2010/11 წლების სეზონში "ბაიერნი” "ინტერთან” (1:0, 2:3)ორრაუნდიან დაპირისპირებაში სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დამარცხდა. ეს ერთადერთი შემთხვევაა იმ 22 შემთხვევიდან, როდესაც მიუნხენელებმა პირველ გასვლით შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება შეძლეს და შემდგომ ეტაპზე თამაშის უფლება მაინც ვერ მოიპოვეს;

• "არსენალმა” გერმანულ კლუბებთან სტუმრად გამართულ 25 შეხვედრაში მხოლოდ ხუთჯერ დამარცხდა, ბოლო სამ მატჩში "მეთოფეებს” მარცხი არ უწვნიათ;

• ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ჩატარებული ბოლო 23 თამაშიდან "არსენალმა” კარი მშრალად მხოლოდ ერთში შეინახა;

ნანახია: 284 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: