0:08 AM ბრაზილიის პრეზიდენტმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა | |
![]() ბრაზილიის პრეზიდენტმა, დილმა რუსეფმა ბრაზილიის ტელევიზიის საშუალებით საპრტოტესტო აქციაში მონაწილე ადამიანებს მიმართა და დაწყნარებისკენ მოუწოდა… "მინდა მწუხარება გამოვთქვა მიმდინარე პროცესების გამო. პროტესტანტებს შევახსენებ, რომ ჩვენი სახელმწიფო ფეხბურთის ქვეყანაა და სპორტის ამ სახეობის გამო ბრაზილიას ამ მასშტაბების არეულობა არ ეპატიება. ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ყოველთვის პატივისცემას იღებდა, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ჩასულიყო. ვფიქრობ, რომ სტუმარ ქვეყნებს იგივე ტოლერანტობით, თავაზიანობით და გულუხვობით უნდა ვუპასუხოთ. ქვეყნის დიდი სირცხვილია, როცა შენს სახელმწიფოში ჩამოსული სტუმრის სიცოცხლე საფრთხეში ვარდება”-განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელები "კონფედერაციის თასისა” და "მსოფლიო ჩემპიონატისთვის” ზედმეტი თანხების დახარჯვას აპროტესტებენ. ამ მიზეზთან დაკავშირებით რუსეფმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "მინდა ვთქვა, რომ არეულობის საფუძველი არ არსებობს. მართალია, თანხის გარკვეული ნაწილი, რომელიც ამ ორი დიდი ტურნირის ორგანიზებისთვის დაიხარჯა, ბრაზილიის ჯანდაცვისა და განათლების ხაზინას ჩამოეჭრა, მაგრამ აღნიშნული თანხა საფინანსო კომპანიებში ჩაიდო, რომლებიც ვალდებულნი არიან ამ პროექტების დასრულების შემდეგ მოგების ნაწილი ბრაზილიის ბიუჯეტს გადასცენ. შესაბამისად, საბოლოო ჯამში ქვეყანას და მის მოსახლეობას არანაირი ფინანსური ზარალი არ ემუქრება”. წყარო: MARCA | |
|
სულ კომენტარები: 0 | |