9:59 PM “ბორუსიას” ლევანდოვსკის შენარჩუნების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს | |
![]() ცნობისათვის, პოლონელი ფორვარდი თავისუფალი აგენტი 2014-წლის ზაფხულში ხდება. რამოდენიმე დღის წინ, დორტმუნდის "ბორუსიას” 24-წლის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანული გუნდის დატოვების სურვილი გამოთქვა და კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა. ფორვარდის მომავალზე, რომელმაც ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში 24 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ლევერკუზენელ შტეფან კისლინგს ჩამორჩა, "ბორუსიას” სპორტულმა და აღმასრულებელმა დირექტორებმა, მიხაელ ცორკმა და ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ ისაუბრეს. პირველმა მათგანმა განაცხადა, რომ კლუბი მზადაა ლევანდოვსკი ნებისმიერ კლუბში გაყიდოს, გარდა "ბაიერნისა”, მეორე კი იმედოვნებს, რომ პოლონელი მომდევნო სეზონსაც "სიგნალ იდუნა პარკზე” გაატარებს. "ჩვენ ფეხბურთელსა და მის წარმომადგენელს დავუკავშირდით, შევატყობინეთ, რომ ამ ზაფხულს რობერტ ლევანდოვსკის "ბაიერნში” არ გავუშვებთ”, – განაცხადა ცორკმა. "ის, რომ რობერტმა ტრანსფერზე დაყენება მოგვთხოვა – მისი უფლებაა, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ მას "ბორუსიასთან” მოქმედი ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ახლა ლევანდოვსკი გარკვეულწილად იმედგაცრუებულია, თუმცა მოგვიანებით, დარწმუნებული ვარ, იგი თავის საუკეთესო ფეხბურთს გვაჩვენებს, რაც ნებისმიერმა ძლიერი ხასიათის მქონე პროფესიონალმა უნდა გააკეთოს”, – აცხადებს ვატცკე. შეგახსენებთ, რომ გარდა "ბაიერნისა”, ლევანდოვსკის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენს, რომელიც რობერტის შეძენაზე დიდი ხანია, რაც ოცნებობს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |