4:20 PM “ბორუსია”: უკეთესია ლევანდოვსკი “ჩელსის” დავუთმოთ, ვიდრე “ბაიერნს” | |
![]() დორტმუნდელები, როგორც ჩანს, თავიანთი ლიდერის გარდაუვალ დაკარგვას შეეგუვნენ, თუმცა ეცდებიან მის "ბაიერნში” გადაბარგებას ხელი შეუშალონ. ბოლო ინფორმაციით, "ბორუსიასა” და "ბაიერნს” შორის დორტმუნდელთა საუკეთესო ბომბარდირის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სრული სვლით მიმდინარეობს. თუმცა "ბორუსიას” არ სურს მისი კონკურენტი კიდევ ერთი თავისი ფეხბურთელით გააძლიეროს, სწორედ ამიტომ, რობერტ ლევანდოვსკის უცხოური კლუბისთვის მიყიდვას გეგმავს და არა მიუნხენური გრანდისთვის. დორტმუნდში ყველაზე მისაღებ და რეალურ ვარიანტად პოლონელის "ჩელსიში” გადაბარგებას მიიჩნევენ. ლონდონელებს ამ ტრანსფერისათვის არამხოლოდ საჭირო თანხა, არამედ კევინ დე ბრუინეც ჰყავთ, რომლის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვაც იურგენ კლოპს სურს. თუ კლუბები, ამ გარიგებაში დე ბრუინეს ჩართვით, რომელმაც "ვერდერში” არენდის წესით ასპარეზობისას თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, შეთანხმებას მიაღწევენ, "ჩელსის” მხოლოდ ერთი პრობლემაღა დარჩება გადასაწყვეტი – იმაზე სარფიანი კონტრაქტის გამზადება თავად ლევანდოვსკისთვის, ვიდრე მას შესაძლოა "ბაიერნმა” შესთავაზოს. თუმცა, საკითხავია, "არისტოკრატები” საერთოდ ასეთი ტრანსფერით თუ არიან დაინტერესებულნი, რადგან ლონდონელებმა შესაძლოა დე ბრუინე "ბაიერის” ფორვარდის ანდრე შურლეს ხელში ჩასაგდებად გამოიყენონ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |