12:18 PM
"BOMBA": ვალდესი "ბარსელონასთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს



"ბარსელონას" გოლკიპერი ვიქტორ ვალდესი კლუბთან ახალი ხელშეკრულების თაობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ გამართავს, იტყობინება AS.

დღეს, 31-წლის ესპანელი კარის დარაჯის აგენტმა ხინეს კარვახალმა კატალონიური გრანდის სპორტულ დირექტორთან ანდონი სუბისარეტასთან და კლუბის ვიცე-პრეზიდენტთან ჟოზეპ ბართომეუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი კლიენტი "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

მიმდინარე შეთანხმების თანახმად, ვალდესს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2014-წლის 30 ივნისს ეწურება. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, "ბარსას" ხელმძღვანელობას მასთან 2018-წლამდე სურდა ხელშეკრულების გახანგრძლივება.

შეგახსენებთ, რომ 3-იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიქტორმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სხვა ჩემპიონატში გადასვლას და ძალების იქ მოსინჯვას, რაც უახლოეს მომავალში რეალურ ფაქტად დადასტურდება კიდეც.
 
ნანახია: 270 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: