11:17 PM
“ბოლონია” და “ჯენოა” ჯილარდინოს მომავალს განიხილავენ



იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას.

მიმდინარე სეზონი თავდამსხმელმა ალბერტო ჯილარდინომ, რომლის კონტრაქტიც "ჯენოას” ეკუთვნის, არენდის წესით "ბოლონიაში” გაატარა, რომლის მაისურითაც სერია ა-ს დასრულებულ ჩემპიონატში 36 შეხვედრა ჩაატარა და თავი 13 გატანილი გოლით გამოიჩინა, თავისი თამაშით კონფედერაციის თასზე იტალიის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა.

არენდის ხელშეკრულებაში განხილულ იქნა "ბოლონიას” მხრიდან ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვის შესაძლებლობაც, თუმცა "როსობლუ” 30-წლის ჯილარდინოს სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდას არ აპირებს და თავდამსხმელზე უფლებების 50%-ის შესყიდვა სურს, რათა შეინარჩუნოს. კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

შეგახსენებთ, რომ გენუელებმა ანტონიო "ფიორენტინასგან” 2012-წლის იანვრის თვეში რვა მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.

წყარო: La Gazzetta dello sport

ნანახია: 291 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: