"ბოკა ხუნიორსი" გენერალურმა დირექტორმა, სესარ მარტუჩიმ, განაცხადა, რომ არგენტინულმა კლუბმა, "ვალენსიას" ფერნანდო გაგოს ტრანსფერზე წინადადებით მიმართა.
"ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, რომელზეც პასუხი არ მიგვიღია. ფერნანდომ გამოთქვა სამშბლოში დაბრუნების სურვილი. ახლა ყველაფერი "ვალენსიას" ხელმძღვანელობასთან უნდა შევათანხმოთ," - ციტირებს მარტუჩის სიტყვებს, Goal.com, Radio 9-სთან ინტერვიუში.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგო არგენტინულ კლუბთან რვაწლიან კონტრაქტს მოაწერდა ხელს.
შეგახსენებთ, რომ გაგო 2004-2007 წლებში "ბოკა ხუნიორსში" ასპარეზობდა, შემდეგ მადრიდის "რეალში", "რომასა" და ახლა "ვალენსიას" რიგებში ირიცხება.