"მილანის" თავდამსხმელი, ბოიან კრკიჩი, მიიჩნევს, რომ დღევანდელ მატჩში "როსონერის" "იუვენტუსის" დამარცხება შეუძლია.
"ნაპოლისთან" ღირსეული მეტოქეობა გავწიეთ, შემდეგ მატჩში კი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი გავინაღდეთ, ამიტომ საკუთარ თავში კვლავ დარწმუნებულები ვართ",- განაცხადა კრკიჩმა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.
"იუვენტუსთან" მატჩში ბრწყინვალე საშუალება ჩვენთვის გამარჯვებისთვის სტიმულის მისაღებად. რა თქმა უნდა, სტიმული შეიძლება ყოველ მატჩში გქონდეს, თუმცა "იუვეს" დამარცხება სუპერეფექტს მოგვცემს. "ბიანკონერებს" ძლიერი გუნდი ჰყავთ, თუმცა ჩვენს შემადგენლობაშიც არიან ჩემპიონები".
"საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ, ამიტომ სრულად უნდა დავიხარჯოთ მოედანზე. ვიცი, რომ გამარჯვება შეგვიძლია. მთავარია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულნი ბურთის ფლობაზე. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული".