11:43 PM ბოატენგი: “იტალია რასისტული ქვეყანა არაა” | |
![]() განას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა უარყო გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, რომ მას ბუნდესლიგაში დაბრუნება სერია ა-ში დამკვიდრებული რასიზმის გამო უნდოდა. "შალკეს” ფუნქციონერმა, პიტერ პიტერსმა განაცხადა, რომ კევინ-პრინს ბოატენგი გერმანულ კლუბში იტალიის ჩემპიონატში დამკვიდრებული რასიზმის გამო გადავიდა. თუმცა, მოგვიანებით, პიტერსი გამოტყდა, რომ შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერის თავდაპირველი ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. "ქვეყანას მხოლოდ იმის გამო არ დავტოვებ, რომ ათმა ადამიანმა, შეუსაბამო ლოზუნგებთან ერთად, უხამსი სიტყვები იყვიროს, – აცხადებს ფეხბურთელი. – მხოლოდ ერთის თქმა მინდა: იტალია რასისტული ქვეყანა არაა”. ცნობისთვის, ბოატენგმა "მილანში” სამი სეზონი გაატარა, ერთხელ კი "სკუდეტოც” მოიგო. წყარო: Kicker | |
|
სულ კომენტარები: 0 | |