1:15 PM
ბოატენგი: თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება, ვეცდები ფეხბურთი აღარ ვითამაშო



"მილანის" ნახევარმცველი კევინ პრინც ბოატენგი აცხადებს, რომ თუ მის მიმართ კიდევ განმეორდება რასისტული გამონათქვამები, მაშინ ეცდება , რომ ფეხბურთი აღარ ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "პრო პარტიას" შორის გამართული ამხანაგური მატჩის დროს ტრიბუნებიდან ბოატენგს რასისტული გამონათქვამი შესძახეს, რის გამოც მან მოედანი დატოვა და მატჩი შეწყდა.

"მე ვერ ვხვდები მატჩმა, როგორი სტატუსი უნდა მიიღოს, როდესაც ამხანაგურ მატჩში მსგავს, რამეს აკეთებს გულშემატკივარი. ეს ხომ ამხანაგური მატჩია და არა ჩემპიონთა ლიგა ან სერია ა."

"ჩემი კარიერის განმავლობაში თუ მეორედ კიდევ განმეორდება მსგავსი რამ, ვეცდები ფეხბურთი აღარ ვითამაშო.", - აცხადებს კევინ პრინც ბოატენგი.
ნანახია: 287 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: