4:48 PM ბოატენგი “შალკეში” გადავიდა. კაკა “მილანში” ? | |
![]() სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გერმანულმა გუნდმა დიდი ტრანსფერი განახორციელა. როგორც "შალკეს” ოფიციალური ვებ გვერდი იტყობინება, ამ მომენტისათვის კევინ პრინს ბოატენგი სამედიცინო შემოწმებას გადის. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ ფეხბურთელი "მილანს” დაეხმარა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაში. შეთანხმების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ჭორების თანახმად 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ გერმანელები 15 მილიონ ევროს გადაიხდიან. უცხოურ პრესაში უკვე წერენ იმის შესახებ, რომ ბოატენგის შემცვლელად "მილანი” რიკარდო კაკას დაბრუნებას აპირებს. აქვე გეტყვით, რომ გუშინ ბრაზილიელმა მადრიდის "რეალის” დატოვების სურვილი გამოთქვა. წყარო: bundesliga.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |