11:08 PM
ბლანი “პსჟ”-ს დათანხმდა?




როგორც ჩანს, პარიზელებმა კარლო ანჩელოტის შემცვლელი იპოვნეს.

გამოცემა beIN Sport-ის თანახმად, მომდევნო სეზონიდან, "პარი სენ ჟერმენს” ლორან ბლანი უხელმძღვანელებს.

არსებული ინფორმაციით, მხარეები ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. როგორც ცნობილია, ხალხის წინაშე ბლანის ოფიციალურად წარდგენა, მომავალ კვირას შედგება.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "ბორდოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სავარაუდოდ, ანჩელოტის ჩაანაცვლებს, რომელიც დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს, ხელშეკრულებს მადრიდის "რეალთან” გააფორმებს.

წყარო: L’equipe

ნანახია: 309 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: