11:38 PM ბლანი კაბაიეს “პსჟ”-ში იწვევს | |
![]() ინგლისური "ნიუკასლის” ნახევარმცველს კარიერის გაგრძელების რამოდენიმე არც თუ ისე ცუდი ვარიანტი აქვს. "მონპელიესთან” გასამართი საფრანგეთის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩის წინ, "პსჟ”-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა დაადასტურა, რომ "ნიუკასლისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 27-წლის ნახევარმცველის, იოჰან კაბაიეს შეძენაზე უარს არ იტყოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზაფხულს პარიზელებმა ახალ ფეხბურთელებში თითქმის 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი უკვე დახარჯეს. "კაბაიე – შესანიშნავი ფეხბურთელია და მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ამჟამად იგი "ნიუკასლის” საკუთრებაშია, მაგრამ, როგორც გავიგე, მისი შეძენით "ტოტენჰემიც” ინტერესდება. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი იქნება, ნიუკასლი, პარიზი თუ ლონდონი, ვიმედოვნებ, სექტემბრიდან იოჰანი კვლავ ძლიერი კლუბის ღირსებას დაიცავს”, – აცხადებს ბლანი. ლორანის ამ კომენტარმა, "კაჭკაჭების” თავკაც ალან პარდიუს აღშფოთება გამოიწვია. "არა მგონია, ბლანი სწორად იქცეოდეს. მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დამირეკოს და კაბაიეს საკითხი ერთად გადავწყვიტოთ, ან ოფიციალური წინადადებით პირდაპირ კლუბის ხელმძღვანელობას მიმართოს. მგონი, კომენტარების პრესაში გაკეთება – ასეთ ვითარებაში, საქმის განხილვის საუკეთესო ვარიანტია”, – განაცხადა "ნიუკასლის” მთავარმა მწვრთნელმა. წყარო: Sky Sports,Le 10 Sport | |
|
სულ კომენტარები: 0 | |