9:30 PM
Bild: მოურინიო და ფალკაო “ჩელსიში” გადაბარგებასთან ახლოს არიან


ჟოზე მოურინიოს ლონდონურ კლუბში დაბრუნების ალბათობა უფრო და უფრო იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლისა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ტიტულის მოგების ოცნების ახდენის შანსები მაინც დარჩა, "ბლანკოსის” მთავარი მწვრთნელის მომავალი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სპეციალისტის დაბრუნება ლონდონის "ჩელსის” სურს და როგორც ცნობილია, თავად სეუ ჟოზეც არაა წინააღმდეგი "ნისლიან ალბიონზე” დაბრუნდეს.

როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild იუწყება, ახლა ეჭვის შეტანა იმაში, რომ მოურინიო, რომელსაც "რეალთან” კონტრაქტი 2016-წლის ზაფხულში ეწურება, ზაფხულში ლონდონში გადავა, პრაქტიკულად შეუძლებელია.

"ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩი უკვე უმზადებს ძველ მეგობარს მისასალმებელ "საჩუქარს”. ამავდროულად, ამავე Bild-ის ინფორმაციით, "არისტოკრატების” ბოსი მთავარი სატრანსფერო მიზნის რეალიზებასაც გეგმავს, ანუ რადამელ ფალკაოს ხელში ჩაგდებას. "ატლეტიკოს” ფორვარდი, შეგახსენებთ, 60 მილიონ ევროდ ფასდება. კოლუმბიელი ევროპის ლიგის ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მადრიდში გატარებული ორი წლის განმავლობაში მან 85 შეხვედრა ჩაატარა და 67 გოლი გაიტანა.

ნანახია: 296 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: