10:12 PM Bild: გომესი “ნაპოლიში” გადადის | |
![]() დიდი ალბათობით, ბუნდესთიმის თავდამსხმელი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს. ადრე გერმანულმა პრესამ უკვე დაწერა იმის შესახებ, რომ "ნაპოლის” ხელმძღვანელობა მარიო გომესთან შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ახლა კი პრესა იუწყება, რომ მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. გომესმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში იუპ ჰაინკესის დამოძღვრილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, არსებული ინფორმაციით, ნეაპოლელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერის ფასი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ გომესი "ბაიერნში” 2009-წელს "შტუტგარტიდან” 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. წყარო: Bild | |
|
სულ კომენტარები: 0 | |