5:18 PM Bild: დრაქსლერმა “რეალის” 60 მილიონიან შეთავაზებაზე უარი განაცხადა | |
![]() "თეთრებმა” გერმანელი ტალანტისგან მოულოდნელი უარი მიიღეს. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა იტყობინება, რომ გელზერკირხენელების ვარსკვლავმა "რეალში” გადაბარგებაზე უარი განაცხადა, მიუხედავად ფანტასტიკური შეთავაზებისა. მოგეხსენებათ, იულიან დრაქსლერმა "შალკესთან” ხელშეკრულება ამა წლის მაისის თვეში გაახანგრძლივა. ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა კი 45,5 მილიონ ევრომდე გაიზარდა. თუმცა, ამ თანხას მადრიდის "რეალი” არ შეუშინებია, რომელიც დიდი ხანია, რაც დრაქსლერს აკვირდება. "თეთრებმა” "შალკეს” ოფიციალური წინადადებით მიმართეს, 45,5 მილიონი ევროს ფარგლებში, თავად დრაქსლერს კი ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, წელიწადში 12 მილიონიანი ხელფასით. კლუბები საბოლოო შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თავად დრაქსლერს თავისუფლად შეეძლო მომდევნო ხუთ წელიწადში 60 მილიონი გამოემუშავებინა, თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, მადრიდში გადაბარგებაზე უარი განაცხადა. "ჩემი ამჟამინდელი კლუბის დატოვება და სხვაგან გადაბარგება არ მსურს. "შალკესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესანიშნავი შესაძლებლობა მექნება, შემდეგ კი ვეცდები, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრო”, – განაცხადა 19-წლის ფეხბურთელმა. წყარო: Bild | |
|
სულ კომენტარები: 0 | |