2:12 PM
"ბილბაო" ლიორენტეს ზამთარში არ გაყიდის




ბასკების პრეზიდენტმა ხუსუ ურუტიამ განაცხადა,რომ იანვარში კლუბი ფერნანდო ლიორენტეს გაყიდვას არ აპირებს.

ზაფხულიდან მოყოლებული,ლიორენტეს გული სხვა კლუბისკენ მიუწევს,რადგან მას სხვა ჩემპიონატში სურს საკუთარი ძალების მოსინჯვა,მაგრამ,როგორც ჩანს ფერნანდოს სხვა კლუბში ტრანსფერი ჯერ კიდევ არ შედგება.მოსალოდნელი იყო,რომ ზამთარში "ბილბაო" ესპანელ ფორვარდს გაყიდიდა,რადგან ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2013-წლის ზაფხულში ეწურება.

წლევანდელი სეზონის პირველი ნახევარი ლიორენტემ ძალიან წარუმატებლად ჩაატარა,რადგან გუნდის სამწვრთნელო შტაბი მას არ ენდობოდა და საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდა.ახლა კი პრეზიდენტმა განაცხადა,რომ კლუბი ფერნანდოს გაყიდვას არ აპირებს.

"ეს ფეხბურთელი ჩვენს გუნდს კონკურენტუნარიანს ხდის.მისი მომავალი კლუბში გადაწყდება",-განაცხადა ურუტიამ.

"ახლა ჩვენ ფორმა უნდა შევინარჩუნოთ და მოგებათა სერია განვაგრძოთ.ლიორენტე კი გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება".
 
ნანახია: 263 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: