1:45 PM “ბეშიქთაშმა” რონალდინიოსთან მოლაპარაკებები დაიწყო | |
![]() "ატლეტიკო მინეიროს” ნახევარმცველი თურქული "ბეშიქთაშის” ინტერესთა სფეროში მოექცა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ახმეტ ჩებიმაც დაადასტურა. "რონალდინიოს წინადადებით მივმართეთ და ახლა მისგან პასუხს ველით”, – განაცხადა ახმეტ ჩებიმ. ვიცე-პრეზიდენტმა ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნაზეც გააკეთა კომენტარი. სამეტ აიობაბიც წასვლის შემდეგ "არწივები” თავკაცის გარეშე არიან დარჩენილნი. "კლუბის სპორტული დირექტორის, ონდერ ოზენის გადაწყვეტილებას ველით. "ბეშიქთაშს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამ სპეციალისტს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება: რობერტ პროსინეჩკი, მარსელო ბიელსა და რუდი გარსია. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |