8:53 PM ბენზემამ ვარჯიში დაიწყო | |
![]() მადრიდის "რეალის” ფრანგი ფორვარდი დორტმუნდის "ბორუსიასთან” მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. როგორც გახსოვთ, ბენზემამ შაბათს "ბეტისის” წინააღმდეგ მიიღო დაზიანება, რის გამოც შესაცვლელი გახდა. ესპანური პრესის ინფორმაციით, დღეს კარიმმა გუნდთან ერთად ითამაშა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩისთვის მზად იქნება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მან 8-ჯერ მოირგო "რეალის” ფორმა, 4-ჯერ გოლი გაიტანა, საგოლე პასი კი სამჯერ მიითვალა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |