8:52 PM ბენზემა: “დღეს გატანა ვერ მოვახერხე, თუმცა საშინლად არ მითამაშია” | |
![]() საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ საქართველოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მადრიდის "რეალის” ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში ბოლო გოლი 2012 წლის 5 ივნისს აქვს გატანილი, რის გამოც სამშობლოში ხშირად აკრიტიკებენ. "მე თვითონ ვიცი, როდის ვთამაშობ კარგად და როდის -ცუდად. ვფიქრობ, დღეს საშინლად არ მითამაშია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდს სარგებელი მოვუტანო. დღეს გოლის გატანა ვერ შევძელი, მაგრამ შემდეგ თამაშში მაქსიმალურად დავიხარჯები, რათა ეს არ განმეორდეს”, – ამბობს ბენზემა. "ახლა რთული პერიოდი გვიდგას. ვერ ვიტყვი, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულები არ ვართ. რთული სიტუაციიდან რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეთ”. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |