7:50 PM “ბენფიკა” კოენტრაუს დაბრუნებით დაინტერესებული არაა | |
![]() მოგეხსენებათ, "რეალის” ფულბეკის შეძენის მთავარ პრეტენდენტად პორტუგალიურ კლუბს მიიჩნევდნენ. ცოტა ხნის წინ, "რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მცველმა ფაბიუ კოენტრაუმ განაცხადა, რომ "ბენფიკაში” დაბრუნებაზე უარს არ განაცხადებდა, საიდანაც ფეხბურთელი ორი წლის წინ "სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგდა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიურმა კლუბმა კოენტრაუს შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორები უკვე უარყო. "არ უნდა დავივიწყოთ, რომ ორი წლის წინ კოენტრაუ "რეალს” 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ მივყიდეთ”, – წერია "არწივების” ოფიციალურ განცხადებაში. ესპანეთის გასულ ჩემპიონატში კოენტრაუმ "ბლანკოსის” მაისური მხოლოდ და მხოლოდ 16 შეხვედრაში მოირგო და თავი ერთადერთი გატანილი გოლით გამოიჩინა. წყარო: www.slbenfica.pt | |
|
სულ კომენტარები: 0 | |