2:23 PM
ბენიტესი: "ტორესს კონკურენციის არ ეშინია"



"არისტოკრატების" თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა,რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი ფორვარდის გადაბირებას აპირებს,ფერნანდო ტორესი კი ამის წინააღმდეგი არ არის.

"ფერნანდომ კარგად იცის,რომ ჩვენ თავდასხმის ხაზში კონკურენტუნარიანი ფეხბურთელები გვჭირდება",-აცხადებს "ჩელსის" თავკაცი რაფაელ ბენიტესი.

"ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა,თუ რომელ ფორვარდს გადავიბირებთ.სწორედ ამიტომ ეს გადაწყვეტილება ძალიან რთულია".

"ფერნანდო მზადაა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძოლოს.მას ამასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს,იგი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია,ახლა იგი მხოლოდ თავისი ფეხბურთის გაუმჯობესებაზე ფიქრობს",-დაასრულა ბენიტესმა.

შეგახსენებთ,რომ ლონდონის "ჩელსიში" გადაბარგების მთავარ პრეტენდენტად მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდს,რადამელ ფალკაოს მოიაზრებენ.
 
ნანახია: 272 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: