4:02 PM ბენიტესი შესაძლოა ნეაპოლში გადაბარგდეს | |
![]() ნეაპოლიტანელებმა შესაძლოა ესპანელ სპეციალისტს, ორწლიანი ხელშეკრულება შესთავაზონ. მოგეხსენებათ, იტალიელები აქტიურად ეძებენ უალტერ მაცარის შემცვლელს, რომელიც უახლოეს მომავალში კლუბს დატოვებს. ხელმძღვანელებმა შესაძლოა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ლონდონის "ჩელსის” ამჟამინდელი თავკაცი, რაფაელ ბენიტესი მოიწვიონ. იტალური მედიის ცნობით, რაფას აგენტი მანუელ გარსია, ამჟამად ნეაპოლში იმყოფება, სადაც იგი კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან, მოლაპარაკებებს აწარმოებს. არსებობს მტკიცებულება, რომ "ნაპოლიმ” შესაძლოა ბენიტესს ორწლიან კონტრაქტი შესთავაზოს. მისი ანაზღაურება კი წელიწადში 3.2 მილიონი ევრო იქნება. არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ესპანელი ამ წინადადებას დათანხმდეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |