4:23 PM
ბენიტესი: “ყველამ იცის, ვინ ჩაიბარებს “ჩელსის”



ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ "არისტოკრატების” მომდევნო მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იქნება.

ბოლო პერიოდში პრესა აქტიურად განიხილავს "სტემფორდ ბრიჯზე” მადრიდის "რეალის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს შესაძლო გადაბარგებას, რომელიც მადრიდში თავის ბოლო დღეებს ითვლის.

განზე არ დამდგარა ლონდონური კლუბის ამჟამინდელი თავკაცი რაფაელ ბენიტესი, რომელმაც განაცხადა, რომ სწორედ პორტუგალიელი შეცვლის მას სამწვრთნელო პოსტზე.

"ყველამ იცის, რომ მომდევნო სეზონში "ჩელსის” ახალი მწვრთნელი ეყოლება. და ვფიქრობ, ყველამ იცის, ვინ იქნება იგი. თუმცა ახლა ვცდილობ ყველაფერ ამაზე არ ვიფიქრო და ფოკუსირება ჩემს მუშაობაზე მოვახდინო. რა მოხდება მომავალში, საერთოდ არ მაშინებს”, – განაცხადა ბენიტესმა.

ნანახია: 314 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: