7:49 PM
ბენიტესი მზადაა ტორესი შეცვალოს




ესპანელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ მისი თანამემამულე მის ყველანაირ გადაწყვეტილებას მშვიდად მიიღებს და დაეთანხმება.

ფერნანდო ტორესი მიმდინარე სეზონში რაფაელ ბენიტესის მეთაურობით "არისტოკრატების" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა, რომელთანაც ერთად იგი "ლივერპულში" წარმატებით ასპარეზობდა.

მიუხედავად ამისა, პრესა აქტიურად უკავშირებს "ჩელსის" სახელს რადამელ ფალკაოსა და დემბა ბას, რომლების გუნდში გადმოსვლის შემდეგ კი ტორესს მათთან კონკურენციის გაწევა ძალიან გაუჭირდება, რის გამოც იგი შესაძლოა სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდეს.

"მე გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ, ამიტომ თუ ფერნანდოს შევცვლი ეს მხოლოდ გუნდისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება იქნება და დარწმუნებული ვარ იგი ამ გადაწყვეტილებას მშვიდად მიიღებს",-აცხადებს რაფა.

"ტორესს სურს, რომ გუნდმა მატჩები მოიგოს, ამისათვის კი შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელების მოყვანაა საჭირო".
ნანახია: 277 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: