4:51 PM
ბენიტესი ლამპარდის მომავალთან დაკავშირებით საუბარით "დაიღალა"



ესპანელი სპეციალისტი ვარსკვლავის კლუბიდან შესაძლო აბარგებასთან დაკავშირებით საუბარმა "დაღალა".

"ჩელსი" "სტოკ სიტის" მატჩის შემდეგ, სადაც ფრენკ ლამპარდმა ოთხიდან ერთი გოლის გატანა მოახერხა და შესანიშნავი თამაში აჩვენა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ მის მომავალთან დაკავშირებით მუდმივმა საუბარმა "დაღალა".

"გასულ მატჩში მხოლოდ ერთი ფეხბურთელის გამოყოფა უსამართლობა იქნება. ფრენკმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ მთელი გუნდი ძალიან დიდ სამუშაოს აკეთებს. დავიდ ლუისი ძალიან საიმედო იყო ბრანკო ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ჩეხი, აზარი, მატა... დემბა ბა საკუთარ სამუშაოს ასრულებს",-აცხადებს ბენიტესი.

"მე უკვე 100-ედ ვხსნი ლამპარდის გარშემო მომხდარ სიტუაციას, მის ახსნას ახლა მხოლოდ ორი სიტყვით ვერ შევძლებ: მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, იგი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, ასე უნდა გააგრძელოს და მე ამაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ",-განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" ხელმძღვანელობა გუნდის ლიდერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რომელიც მას 2013-წლის ზაფხულში ეწურება და მის მიმართ ინტერესს რამოდენიმე სერია ა-ს კლუბი იჩენს.
 
ნანახია: 283 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: