12:44 PM
ბენიტესი: "არ მინდა მხოლოდ ლამპარდის გამოყოფა, მთელმა გუნდმა შეუდარებლად ითამაშა



ამ მატჩში 34 წლის ფრენკ ლემპარდმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა თავისი 194-ე გოლი "ჩელსის" მაისურით. ინგლისელი კლუბის ისტორიაში ბომბარდირთა ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, მან კერი დიქსონს გადაუსწრო.

"არასამართლიანი იქნება, რომ გამოვყო მხოლოდ ლამპარდი. გუშინ მთელმა გუნდმა საუცხოოდ ითამაშა."-განაცხადა ბენიტესმა.

"დავიდ ლუიზმა ბოლო რამდენიმე მატჩში ცენტრალურ ნახევარმცველად ითამაშა, მაგრამ გუშინ ის დაცვის ცენტრში მოგვევლინა - ბრაზილიელი უდიდეს სამუშაოს ასრულებს. ასევე მე 100%-ით ვენდობი ივანოვიჩს. გუშინდელ მატჩში თქვენ იხილავდით მისი მოქმედებების პროფესიონალიზმს."

"ასპილიკუეტამ კარგი მატჩი ჩაატარა, ასევე დაგვიბრუნდა ჩეხი. აზარმა, მატამ და ბამ თავიანთი სამუშაო ზუსტად შეასრულეს. ასევე მინდა გამოვყო ტორესის მონდომება. ესპანელმა გუშინ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია მცველებს."

"რამირესმა როგორც ყოველთვის გუშინაც საუცხოო მატჩი ჩაატარა, ბერთჰანდმა და კოულმა კარგი მატჩი ჩაატარეს. როგორ შეიძლება გამოვყო მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, როდესაც მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა."

"უკვე მეასეჯერ ვამბობ, რომ ლამპარდს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს. ის კარგი მოთამაშეა. ინგლისელს კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება."
ნანახია: 266 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: