11:27 AM
ბენიატი “ატლეტიკში” გადადის



"ბეტისის” ლიდერი თავის მშობლიურ გუნდს უბრუნდება.

Marca იტყობინება, რომ, პარასკევს, 26-წლის ნახევარმცველი ბილბაოს "ატლეტიკის” ფეხბურთელად ოფიციალურად იქნება წარდგენილი და ახალ კლუბთან კონტრაქტს 2018-წლამდე გააფორმებს. "ბეტისი” ამ ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით 8 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობისათვის, ბენიატ ეჩებერიამ "ბილბაოს” ახალგაზრდულ გუნდში შვიდი წელიწადი გაატარა. ნახევარმცველის აქტივში "ბეტისის” მაისურით ჩატარებული დაახლოებით ასი მატჩია, გარდა ამისა, "მწვანეების” ლიდერმა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ღირსება ოთხ შეხვედრაში დაიცვა.

წყარო: Marca

ნანახია: 303 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: