9:11 PM
ბენდტნერი “არსენალს” აკრიტიკებს



25-წლის ფორვარდმა არსენ ვენგერის გუნდის დატოვება ვერ მოახერხა.

დანიელის ხელში ჩასაგდებად, თავად ამ უკანასკნელის განცხადებით, ამ ზაფხულს რამოდენიმე კლუბი იბრძოდა. მაგრამ, "არსენალმა” ბენდტნერის სხვა კლუბში გაშვება არ მოინდომა.

"არსენალის” ხელმძღვანელობასთან შეთანხმება მქონდა დადებული, რომ 2013-წლის ზაფხულში კლუბის დატოვება შემეძლებოდა. ისინი ტრანსფერს დამპირდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, იმ გუნდებთან, რომლებიც ჩემი შეძენით იყვნენ დაინტერესებულნი, "არსენალმა” შეთანხმებას ვერ მიაღწია”.

"მესმის, რომ კლუბს თავდამსხმელის გაყიდვა არ შეეძლო, რადგან მისი შემცვლელი ვერ მოიძებნა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან განაწყენებული ვარ”, – განაცხადა ბენდტნერმა ბოლო ინტერვიუში.

შეგახსენებთ, "მეთოფეების” თავდამსხმელმა გასული სეზონი არენდის წესით ტურინის "იუვენტუსში” გაატარა.

წყარო: Goal.com

ნანახია: 285 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: