11:00 PM ბელჰანდა “ინტერს”, “მილანსა” და “ატლეტიკოს” სჭირდება | |
![]() როგორც ჩანს, "მონპელიეში” იუნეს ბელჰანდას დღეები დათვლილია. "ბელჰანდა მიდის”, – აცხადებს "მონპელიეს” პრეზიდენტი ლუი ნიკოლენი. "მისი შეძენით ხუთი კლუბი ინტერესდება. დროა იუნესმა გადაწყვიტოს, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება, რადგან ჩვენ უკვე მზად ვართ ნებისმიერ კლუბთან მისი ტრანსფერი შევათანხმოთ. ბელჰანდა 14-15 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაგვტოვებს”. როდესაც ნიკოლენს ჰკითხეს, კლუბს ნახევარმცველის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებები მისვლია თუ არა, მან ამ შეკითხვას ასეთი პასუხი გასცა: "დიახ. მისი შეძენა "მილანს”, "ინტერს”, "ატლეტიკოს”, "გალათასარაისა” და "ასტონ ვილას” სურთ. იუნესს შეუძლია საკუთარი მომავლის ბედი თავადვე გადაწყვიტოს”. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |