2:18 PM
ბეილმა “რეალთან” ერთად ივარჯიშა



უელსელი "თეთრების” კოლექტივს შეუერთდა.

გუშინ, "რეალის” ახალწვეულმა ახალ სეზონში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა, უელსის ეროვნული ნაკრების ღირსება 31 წუთი დაიცვა. თუმცა, ნახევარმცველი, რომლის სანაცვლოდაც მადრიდულმა კლუბმა რეკორდული 86 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, საკუთარი ნაკრები სერბეთთან (0:3) განადგურებას ვერ გადაარჩინა.

დღეს, 24-წლის ფეხბურთელი მადრიდში ჩაფრინდა, ახლა კი, კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "დეზების” ექს-ლიდერი ახალ პარტნიორებს კიდევ უფრო ახლოს გაეცნო და მათთან ერთად ივარჯიშა.

"ბეილმა ინდივიდუალური ფიზიკური დატვირთვით ივარჯიშა, მოგვიანებით კი დანარჩენ სხვა ფეხბურთელებსაც შეუერთდა. უელსელი და მისი თანაგუნდელები ბურთთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ”, – წერია "რეალის” ოფიციალურ საიტზე.

წყარო: RealMadrid.com

ნანახია: 286 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: