5:57 PM
ბეილისთვის ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედიც” ჩაერთო



ბრიტანული გამოცემა The Independent, რომელიც "ყვითელი” სიახლეებით თავს ნამდვილად არ გვაბეზრებს, იტყობინება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "წითელი ეშმაკები” "ტოტენჰემს” გარეტ ბეილის ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადებას გაუკეთებენ.

"ტოტენჰემის” პრეზიდენტი დანიელ ლევი მადრიდის "რეალის” პოზიციით დაიღალა. ლონდონში ეჭვი ეპარებათ, რომ ფლორენტინო პერესი 100 მილიონზე მეტს გადაიხდის. ნაკლებად კი თავიანთი ლიდერის დათმობას, რასაკვირველია, არ აპირებენ.

პრინციპში, ამხელა თანხის გადამხდელი არც "მანჩესტერ იუნაიტედია”, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე” იმედი აქვთ, რომ ტრანსფერში მექსიკელი შემტევის ხავიერ ერნანდესის ჩართვა კარგ შედეგს გამოიღებს. მაგრამ აქ კიდევ ერთი რამეა: "ტოტენჰემი” ალბათ არ ისურვებს პირდაპირ კონკურენტის ბანაკში მოისროლოს ჯოკერი. თანაც, არც "ემიუა” ის გუნდი, ბეილს "ზღაპრული” ხელფასი რომ დაუნიშნოს.

წყარო: The Independent

კატეგორია: ინგლისი | ნანახია: 354 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: