9:25 AM
ბეილის “რეალში” გადასვლის გარშემო სერიოზული სკანდალი მწიფდება



როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ხუმრობა აღარაა.

ბელგიის ევროპარლამენტის დეპუტატმა, დერკ იან ეპინკმა გარეტ ბეილის "რეალში” ტრანსფერის სასწრაფო გამოძიება დაიწყო.

პოლიტიკოსის ინფორმაციით, ტრანსფერი ბანკ-ბანკროტ Bankia-მ დააფინანსა. და ეს ტრანსფერის უამრავ ასპექტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

აი, რა დაწერა დერკმა საკუთარ საიტზე:

"2013-წლის პირველ სექტემბერს, ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა, მადრიდის "რეალმა” გარეტ ბეილის რეკორდული 100 მილიონ ევროიანი ტრანსფერი დაადასტურა. მადრიდის "რეალის” ვალი 600 მილიონიან ზღვარს უახლოვდება, მას კი რეგიონალური ბანკი Caja de Madrid აფინანსებს, რომელიც ბანკ Bankia-ს ფილიალად ითვლება. ამ ბანკს, ცოტა ხნის წინ, ევროკავშირმა 18 მილიარდი ევრო ასესხა, ახლა კი, მადრიდის "რეალს” ტრანსფერის განხორციელებაში დაეხმარა. ევროპული ფულის, რომელიც Bankia-ს მხარდასაჭერად გამოიყო, ასე დახარჯვა არ შეიძლება”.

ბელგიის პარლამენტი აპირებს საქმის დოკუმენტები ევროკავშირის სპეციალურ კომისიას გადასცეს, რომელიც "რეალის” ტრანსფერის სასარგებლოდ გაცემული ევროპული ფულის კანონზომიერებას შეამოწმებს.

შეგახსენებთ, Bankia-ს გარშემო დატრიალებული სიტუაცია მთელი ესპანეთის ნაციონალური უსაფრთხოების საქმედ ითვლებოდა. საბოლოო ჯამში, ესპანეთის მთავრობის მხარდაჭერით ბანკმა ევროკავშირისგან უზარმაზარი ფინანსური დახმარება მიიღო, 18 მილიარდი ევროს ფარგლებში. და რადგან ესპანეთში ფინანსური კრიზისია, ესპანელებმა ასეთი ნაბიჯის გადადგმა და ევროკავშირში ვალის დადება გადაწყვიტეს.

ნანახია: 289 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: