4:54 PM ბეილის გამო, ანჩელოტი იგუაინის გაყიდვას დათანხმდა | |
![]() მადრიდის "რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მზადაა თავდამსხმელ გონსალო იგუაინს შეელიოს, იტყობინება El Confidencial. ის თანხა, რომელსაც "თეთრები” არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ მიიღებენ, "ტოტენჰემის” შემტევი ნახევარმცველის გარეტ ბეილის ტრანსფერის განხორციელებას მოხმარდება. უელსის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ანჩელოტისა და "რეალის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდელების მთავარი მიზანია. შეგახსენებთ, რომ იგუაინის გადაბირების მთავარი პრეტენდენტი ლონდონის "არსენალია”, რომელიც მზადაა მის სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი გადაიხადოს. წყარო: El Confidencial | |
|
სულ კომენტარები: 0 | |