9:41 PM ბეილი “ვილიარეალთან” ითამაშებს | |
![]() კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ "რეალის” შემადგენლობაში გარეტ ბეილის დებიუტი "ვილიარეალის” წინააღმდეგ გასამართ დაპირისპირებაში შედგება. შეგახსენებთ, რომ უელსელი მადრიდულ კლუბში "ტოტენჰემიდან” 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ბეილმა "რეალში” ვარჯიში გუშინ დაიწყო, მაგრამ, როგორც ჩანს, დებიუტისთვის უკვე მზადაა. "ბეილი ვილიარეალში ჩვენთან ერთად წამოვა და ითამაშებს. თუმცა, ჯერჯერობით არ ვიცი, გარეტი მოედანზე პირველივე წუთებიდანვე მოგვევლინება, თუ სათადარიგოთა სკამიდან, – აცხადებს ანჩელოტი. – ბეილი და კრიშტიანუ რონალდუ დიდებული ფეხბურთელები არიან, და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ისინი "რეალს” დაეხმარებიან”. "რა მომწონს ბეილში ყველაზე მეტად? მისი მოტივაცია და მადრიდში დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბების სურვილი. იგი ძალიან ბედნიერი და მორცხვია”. გარდა ამისა, ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "გალათასარაისთან” გასამართ მატჩში მადრიდელთა კარს იკერ კასილიასი დაიცავს. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |