10:09 PM
ბეილი სეზონის სტარტს გამოტოვებს



გარეტსა და "ტოტენჰემს” შორის კონფლიქტი კიდევ უფრო მძაფრდება.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Telegraph იუწყება, რომ "ტოტენჰემის” ნახევარმცველი გარეტ ბეილი ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდის მომდევნო რამოდენიმე შეხვედრას გამოტოვებს, და, სავსებით შესაძლებელია, მოედანზე თვის ბოლომდე ვერ ვიხილოთ, როცა ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ გახსნილი იქნება.

ოფიციალური ვერსიით, ბეილს ტერფთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა, რის გამოც გამოჯანმრთელებისთვის დრო სჭირდება, რათა ინგლისურ პრემიერ ლიგასა და ევროპის ლიგაზე გასამართ პირველ შეხვედრებში "ტოტენჰემის” დახმარება შეძლოს. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, არაა გამორიცხული ის ვარიანტიც, რომ ეს ტრავმა გარეტის გამოგონილია და თამაშზე უარს "რეალში” გადაბარგების სურვილის გამო აცხადებს.

ესპანურ და ინგლისურ კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებმა ვითომდა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა – ახლა, "დეზების” პრეზიდენტი დენიელ ლევი გარეტის მთელი ძალებით შენარჩუნებას აღარ ცდილობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც აპირებს, რომ "რეალისგან” რაც შეიძლება დიდი თანხა მიიღოს. მაგრამ, ეს იმის ასპროცენტიან გარანტიას მაინც არ იძლევა, რომ მხარეები კომპრომისს მიაღწევენ.

წყარო: The Telegraph

ნანახია: 326 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: