9:18 PM ბეილი: “რეალში” ძალიან თბილად შემხვდნენ” | |
![]() "თეთრების” ახალწვეულმა ახალი გუნდისგან მასზე დატოვებული პირველი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. "თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ბოლო კვირის განმავლობაში, უელსის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში ვვარჯიშობდი. ცხადია, ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით, "რეალის” დანარჩენ ფეხბურთელებს ცოტათი ჩამოვრჩები, მაგრამ ოპტიმალური ფორმის დაბრუნება შემიძლია”, – აცხადებს საკუთარ ძალებში დარწმუნებული გარეტ ბეილი. "მწვრთნელი? კარლო მომესალმა და ვიმედოვნებ, რომ მისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დავიმკვიდრებ”. "კრიშტიანუ? დიახ, მასსა და სხვა თანაგუნდელებს უკვე გავეცანი – ძალიან თბილად შემხვდნენ. ახლა კი, ისღა დამრჩენია, რაც შეიძლება სწრაფად გავიდე საფეხბურთო მოედანზე ახალ თანაგუნდელებთან ერთად”, – დაასრულა 24-წლის უელსელმა. წყარო: Marca | |
|
სულ კომენტარები: 0 | |