9:37 PM ბეილი: “რეალის” წინადადება რომ არ მიმეღო, მთელი ცხოვრება ვინანებდი” | |
![]() უელსელი ვინგერი გამოტყდა, რომ მადრიდიდან შეთავაზების მიღების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში "დეზების” შემადგენლობას დატოვებდა. ჟურნალისტებმა გარეტს ჰკითხეს, შეეძლო თუ არა "თეთრებისთვის” უარი ეთქვა, თუ ლონდონელები ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდნენ. "ასეთი შანსი ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა და აუცილებლად უნდა გამოიყენოს. მე ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა და ტიტულების მოგება მინდა. "რეალი” ყველა ტიტულის მოგებას ცდილობს, სადაც მონაწილეობას იღებს. სწორედ ეს მინდა”, – აცხადებს ბეილი. "რეალის” წინადადება რომ არ მიმეღო, მთელი ცხოვრება ვინანებდი”. "ტოტენჰემს” შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს. ისინი ყველაზე რთულ პერიოდში მიჭერდნენ მხარს. ამას არასდროს დავივიწყებ”. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |